სიზმარი

კითხვა: გამარჯობა, ყოველდღე ვნახულობ სიზმრებს. დილით ძალიან დაღლილი ვიღვიძებს არსებობს თუ არა რაიმე, რომ სიზმარი აღარ ვნახო და გონება დავასვენო. ან რა იწვევს ყოველივე ამას?
პასუხი:

მოგესალმებით ! სიზმარი ადამიანის ფსიქიკური ცხოველმოქმედების პროდუქტია, ზოგიერთი მოაზროვნის თვალთახედვით, სიზმარი მომდინარეობს ფსიქიკური აღგზნებისგან, აგრეთვე - იმ სულიერი ძალებისგან, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ვერ პოულობს გამოხატულებას. პრაქტიკოს ექიმთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სიზმარს არავითარი ახსნა არ გააჩნია - ის ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც თავის ტვინის განსაზღვრული უჯრედებისა და სხვა ორგანოების გაღიზიანება - აგზნება განაპირობებს.

ძილის ბიოლოგიური მიზანი  დასვენებაა, ფიზიოლოგიურ ნიშან-თვისებას კი გარე სამყაროსადმი ინტერესის დაკარგვა წარმოადგენს.

თუ ძილს ასეთნაირად გავიგებთ, აღმოჩნდება, რომ სიზმრებს ძილში საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ ადგილი, თუ ის მაინც არის, მაშინ სრული სიმშვიდის მდგომარეობას ვერ ვაღწევთ.

 

სპეციალისტებთან სიზმრების განხილვა დაგვეხმარება, ვიპოვოთ ძილისთვის ხელის შემლელი გამღიზიანებლები, რომლებზეც ადამიანი სიზმრებით რეაგირებს.

გამომდინარე ,უმჯობესია მიმართოთ ექიმ ფსიქოლოგს ან ნევროლოგს ,რომელიც დაგეხმარებათ უძილობის დაძლევაში , თქვენი დაღლილობა გაღვიძების დროს სავარაუდოდ მხოლოდ სიზმრებს არ უკავშირდება. ამიტომ სპეცილისტი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას ,რათა შეძლოთ მოსვენებულ მდგომარეობაში უშფოთველი ძილი . დაინტერესების შემთხვევაში მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან .კონსულტაციაზე ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ ნომრით 577 119 119 ან 2 02 25 25.გმადლობთ ,რომ ენდობით კლინიკას ,გისურვებთ ჯანმრთელობას  !

გამოაგზავნეთ შეკითხვა