ოსტეოქონდროზი

კითხვა: მოგესალმებით... მაქვს რამოდენიმე შეკითხვა: კისრის და გულმკერდის ოსტრეოჰონდროზი მაქვს, განვიცდი სისტემატიურ ტკივილს და დაჭიმულობას, უმეტესად მარცხენა მხარეს. დაბუჟბა, წვა რომელიც გადმოდის მკერდის არეში... .მგონი რომ გულის შეტევა მაქვს.... ბევრჯერ ჩავიტარე გულზე გამოკვლევა ამის გამო ტკივილები მაქვს ჯდომის და ერთ მხარეს დიდი ხნით წოლის დროს.... ბევრ ექიმთან ვარ ნამყოფი, ნამკურნალები მაგრამ ყველაფერი დროებითია...... თქვენი აზრი მაიტერესებს, რას მირჩევთ. მადლობა წინასწარ....
პასუხი:

მოგესალმებით! ოსეოქონდროზი ხერხემლის დაავადებაა, რომლის განვითარება იწვევს ქსოვილების კვების დარღვევას. ოსტეოქონდროზი მრავალფაქტორული დაავადებაა. მისი განვითარების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მიზეზებია: 

1.მემკვიდრეობითი განწყობა;
2.განვითარების თანდაყოლილი მანკები;
3.ჰიპოდინამია;
3.ხშირი გაციება;
4.გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა;
5.არასწორი ვარჯიში;
6.ორსულობა, მშობიარობა;
7.ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
8.სკოლიოზი;
9.ცხოვრების არაჯანსაღი წესი და სხვა.

გარდა ზურგის ტკივილისა, შესაძლოა თავი იჩინოს წვის შეგრძნებამ, დისკომფორტმა, ადვილად დაღლამ, დილის შებოჭილობამ და სხვა. შესაძლოა გარკვეულ მოძრაობაზე „გაჭედვა“, მაგალითად, მაშინ, როდესაც ადამიანი დიდხანს იმყოფება არაფიზიოლოგიურ სტატიკურ პოზაში. ფესვების დაზიანების დროს ადგილობრივ ტკივილს ემატება ოსტეოქონდროზის თანმხლები სხვა ნევროლოგიური დარღვევები - კიდურების ტკივილი, დაბუჟება, სისუსტე, ფუნქციის მოშლა. ხშირად დისკოს საპროექციო არიდან გამოსული ფრაგმენტი აწვება ზურგის ტვინს და იწვევს ტკივილს წელის მიდამოში. ზურგის ტვინიდან ტოტებივით გამოდის ნერვები, რომლებიც შემდეგ ქვედა კიდურებისკენ მიემართება. თუ ფრაგმენტი მიაწვა ამ ნერვს, ფეხის ტკივილი აღმოცენდება. დაზიანების სიხშირით პირველ ადგილზეა წელის მალები, რადგან ყველაზე დიდი დატვირთვა ამ მიდამოზე მოდის, თანაც იგი მოძრავია, ამასთან, დისკოები დიდია და ამიტომ მათი დაზიანების შანსიც მეტია. მეორე ადგილს კისრის მალების ოსტეოქონდროზი იკავებს. ყველაზე იშვიათად ვითარდება პროცესი გულმკერდის მალებში, ვინაიდან ისინი ფიქსირებულია ნეკნებითა და მკერდის ძვლით, ამიტომ ამ სეგმენტში ტკივილები ყოველთვის ნაკლებია. თქვენს შემთხვევაში დაგჭირდებათ მთლიანი ხერხემლისა დაზურგის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია. დისტანციურად დიაგნოზის დასმა არაკორექტულია. გირჩევთ მობრძანდეთ კლინიკაში ნეიროქირურგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა