მოგესალმებით,
დაზუსტებულ პასუხის მიმოწერის რეჟიმში გაცემა გაგვიჭირდება, თუმცა შევეცდებით, დამატებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ ზოგადად რა იწვევს სმენის დაქვეითებას ბავშვებში.
მიზეზები, როგორც წესი, ზუსტად არ არის განსაზღვრული. ამ შემთხვევაში განიხილება რისკ ფაქტორები, რომლებსაც შეეძლოთ გამოეწვიათ სმენის დაკარგვა.
სმენის დაკარგვის ყველაზე ხშირი შემთხვევები კონდუქტიური ( გამტარებლობითი) სიყრუეა, რომელიც შუა ყურის, ყელ-ყურ-ცხვირის ანთების, გაცივების და ა.შ. მიზეზების განვითარების შემდეგ ვითარდება.
სმენის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი 50 გენზე მეტია, ამ გენებში მუტაციები იწვევს სმენის სხვადასხვა ტიპის დარღვევას.
არსებობს სმენის დაქვეითების კიდევ ერთი სახე - სმენითი ნეიროპათია, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული ვირუსული ინფექციებით (ყივანახველა, ყბაყურა, ჩუტყვავილა).
ასევე, სენსონევრალური სმენის დაქვეითება, რომლის დროსაც ზიანდება ნიჟარის რეცეპტორები, წამწამოვანი უჯრედები.
მართალია, მკვდარი წამწამოვანი უჯრედები არ აღდგება, მაგრამ მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს დარჩენილი უჯრედები, რომ არ გართულდეს მდგომარეობა.
აუცილებელია სმენადაქვეითებულობის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა.
თუ აპარატურული კვლევის შემდეგ, ექიმმა გაგაცნოთ ვითარება, უნდა გაათავისუფლოთ ყური გოგირდის საცობებისაგან და უმკურნალოთ ყელ-ყურ-ცხვირს.
როგორც წინა შეტყობინებაში, ამჟამადაც მოგახსენებთ, რომ მკურნალობაში უნდა ჩართოთ კვალიფიცური ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი, რისთვისაც უნდა მიმართოთ პოლიკლინიკას ან ბავშვთა ასაკობრივ საავადმყოფოს. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას სმენის დაქვეითების მიზეზი, რომ ბავშვმა კარგად გაიგონოს საუბარი.
იქიდან გამომდინარე, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ანუ ამ ეტაპზე არ გვაქვს პედიატრული განყოფილება, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვედნობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მადლობა ყურადღებისთვის და პასუხის გაცემისთვის.მყავდა ექიმთან და გადაღებული აპარატით დაადგინეს სმენა არ აქვსო თუმცა მეორე ექიმმა ისიც თქვა აქტიურია და სმენა აქვს უბრალოდ გოგირდის დაგროვების და ანთების გამო დაქვეითებული აქვს სმენაო.ვეგარ ვხვდები ვის დაუჯერო.ჩვილობაში აღუს იძახდა და ეხლაც წყალს იძახის.შესაძლოა ქონდეს სმენა ბავშვს?არ აქვს ისეთი გამოხედვა როგორც სმენა დაქვეითებულს თუმცა დაძახებაზე არ რეაგირებს და საკმაოდ აქტიურია. მადლობაა
პასუხი: