მოგესალმებით,
ზოგადად, როდესაც პაციენტს აქვს სომატოფორმული აშლილობა, იგი ზედმეტად აქცევს ყურადღებას ფიზიკურ სიმპტომებს, როგორიცაა დაღლილობა ან ტკივილი და თვლის, რომ ეს ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ფიზიკური სიმპტომების საპასუხოდ გადამეტებულ ფიქრებს, გრძნობებს და ქცევებს შეუძლია გამოიწვიოს ექიმთან ხშირი ვიზიტები.
თქვენ შეიძლება თვლით, რომ სერიოზული დაავადება გაქვთ და მუდმივად ეძებდეთ რაიმე ახსნას მაშინაც კი, როდესაც ექიმებს გამორიცხული აქვთ სერიოზული პათოლოგიები. ჯანმრთელობაზე დარდი იმდენად მთავარი ფოკუსი ხდება ცხოვრების, რომ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სომატოფორმული აშლილობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშონ შემდეგმა ფაქტორებმა:
- გენეტიკური და ბიოლოგიური ფაქტორები, მაგალითად ტკივილისადმი მაღალი მგრძნობელობა
- ოჯახის გავლენა, რომელიც შეუძლება იყოს გენეტიკური, გარემოს გამო ან ორივე
- პესიმისტური ხასიათი, რომელიც ზეგავლენას ახდენს დაავადებებისა და სიმპტომების აღქმაზე და ა.შ.
რაც შეეხება კოორდინაციის დარღვევას, ყურებში წუილს და მხედველობის გაუარესებას, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ვერტებრულ-ბაზილური უკმარისობით, იგი მოთავსებულია თავის ტვინის უკანა მხარეს და მოიცავს ვერტებრულ და ბაზილურ არტერიებს. ეს სისხლძარღვები ამარაგებენ თავის ტვინის სასიცოცხლო სტრუქტურებს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.
თუმცა, რა თქმა აღნიშნული დიაგნოზი უნდა დასვას შესაბამისმა სპეციალისტმა, უშულო ვიზიტისა და კლინიკური კვლევების შემდეგ.
მკურნალობის ძირითადი მეთოდები ფსიქოთერაპია და მედიკამენტური თერაპია გახლავთ, მკურნალობის ხანგრძლივობა კი ნევროზის ფორმაზეა დამოკიდებული.
სასურველია ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიოთ: ხელი მოჰკიდოთ სპორტს, დაიცვათ ძილის ჰიგიენა და დღე–ღამური რიტმი, თავი დაანებოთ თამბაქოს, იკვებოთ რაციონალურად და ა.შ.
სასურველი ეფექტის მისაღებად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ე.წ. აუტოტრენინგს, ეცადეთ თავი აიყვანოთ ხელში და დადებითად განეწყოთ მკურნალობისადმი.
მიჰყევით თქვენი ექიმის რეკომენდაციებს და მუდმივად გააცანით მკურნალობის შედეგები, სთხოვეთ მას ,რომ აგიხსნათ და გესაუბროთ თქვენი დაავადების თავისებურებებზე .
ასევე მნიშვნელოვანია ,თქვენმა მკურნალმა ექიმმა განიხილოს რაიმე დამატებითი გამოკვლევის საჭიროება. მაგალითად , თავის ტვინის რადიოლოგიური და ნეიროფიზიოლოგიური კვლევები.
თუ საჭიროდ ჩათვლის თქვენი მკურნალი ექიმი დამატებითი კვლევების ჩატარებას, შეგვიძლია შემოგთავაზოთ კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლებები, თუ გსურთ იხილოთ ვრცლად, მიჰყევით ბმულებს.
თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ნევროლოგის კონსულტაცია: https://kirurgia.ge/article/20576/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-magnitur-rezonansuli-tomografia-da-nevrologis-konsultacia-330-laris-nacvlad-250-larad
თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია : https://kirurgia.ge/article/31006/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-kompiuteruli-tomografia
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!