სპინალური ანესთეზია მშობიარობისას - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა.მშობიარობისას გავიკეთე გაუტკივარება და მას შემდეგ დამეწყო წელის არეში ძლიერი ტკივილები.თითქოს სიმძიმის შეგრძნებაც ახლავს.ამ ტკივილების ფონზე მიჭირს ფეხზე დგომაც.წელშივ ვერ ვყსწორდები.რამოდენიიმე დღის შემდეგ თითქოს მაქვს დაბეჟილობა მთელ სხეულზე ისეთი შეგრძნება მაქვს.თუმცა არაფერი გარეგანი ცვლილება არ მაქვს კანზე.მაინიტრესებს რამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი ტკივილები.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ სპინალური გაუტკივარება წარმატებით გამოიყენება საკეისრო კვეთის დროს.
დღეის მდგომარეობით, სპინალური ანესთეზიით გამოწვეული გართულება ნაკლებსავარაუდოა, რადგან ეს ტექნიკა უკვე საკმაოდ დახვეწილია.
თუმცა ცხადია, დისტანციურად კატეგორიული მსჯელობა დაუშვებელია და საჭიროა გარკვეული კვლევები, რომლის შემდეგაც შესაძლოა დაზუსტდეს თქვენი ჩივილების გამომწვევი მიზეზი.
წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ძალიან ბევრია, მათ შორისაა ხერხემლის პათოლოგიები, გინეკოლოგიური პრობლემები, რადიკულოპათია და ა.შ.
საჭიროა უშუალო ვიზიტისას სპეციალისტის შეფასება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეიკრიბება ანამნეზი, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, ექიმი დასვამს დიაგნოზს და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad 

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა