მოგესალმებით,
სპონტანური ანუ თავისთავადი აბორტი – სამეანო პათოლოგიის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული სახეა. მისი სიხშირე შეადგენს ორსულობის საერთო რიცხვის 2 – 8%-ს. ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის დროს ორგანიზმი არ არის მზად და ირღვევა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირება – ჰიპოფიზის, საკვერცხეების და ა.შ. ეს კი განაპირობებს მომავალი ორსულობის დროს არაადექვატურ უზრუნველყოფას ენდოკრინული სისტემის მხრიდან. უხშირესად ეს გამოიხატება ყვითელი სხეულის ჰორმონის – პროგესტერონის უკმარისობით. შედეგად ორსულობა წყდება პირველ ტრიმესტრშივე. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად საკმარისია სასქესო ჰორმონთა გამოკვლევები და საჭირო კორექციების შეტანა. სპონტანური აბორტის შემდეგ, სასურველია შემდგომი ორსულობა დაგეგმოთ თქვენი მეან–გინეკოლოგის რეკომენდაციით.
ალერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“, ჩაწერისა დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ. 2წლის უკან მომეშალა მუცელი 4თვის.. და კიდევ 6თვის უკან მომეშალა .. მიზეზი ვირუსიიყო და ვიმკურნალე ახლა აღარაფერია საშიში მაგრამ ვერ ვრჩები ორსულად.. გთხოვთ მირჩიოთ რამე. რა არის საჭირო რომ დავვორსულდე
პასუხი: