თავის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: როგორ მოვიქცე თავი მტკივა ორი კვირაა,არ მიყუჩდება რა გადავიღო არვიცი
პასუხი:

მოგესალმებით,
არსებობს თავის ტკივილის გამომწვევი მრავალი მიზეზი. მათგან ძირითადია:

  • თავის ტვინის და მისი გარსების დაავადებები;
  • თავის ქალას გარეთ მდებარე კერები;
  • ემოციური სფეროს დაზიანებები;
  • შიდა ორგანოების დაავადებები;
  • ქრონიკული და მწვავე ინტოქსიკაციები და ა.შ.

თავის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია სამწვერა ნერვის გარსების ტოტების მტკივნეულ რეცეპტორებზე ზემოქმედებით, რაც ასევე ხდება შიდა ქალას ჰიპერტენზიისას ლიქვორის ცირკულაციის დარღვევის შედეგად.
ჰიპერტენზიული დაავადების, შაკიკის და არტერიული ჰიპოტენზიის დროს თავის ტკივილის მიზეზი არის სისხლის მიმოქცევის დარღვევა გარეთა და შიგნითა საძილე არტერიის აუზებში.
ასევე, ტკივილების გამომწვევი შესაძლოა, იყოს ირიტი და რეფრაქციის დარღვევა. რეფრაქციის დარღვევის შემთხვევაში სათვალის ზომის სწორი არჩევა აქრობს თავის ტკივილს.
თქვენს შემთხვევაში პასუხის გაცემა გამომწვევ მიზეზებზე, მიმოწერის რეჟიში შეუძლებელია.
დიაგნოსტიკური კვლევისათვის უმჯობესია, ჩაიტაროთ თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების დოპლერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია:

  • სისხლძარღვების გამტარობის დათვალიერება;
  • სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების გამოვლენა;
  • სტენოზის არსებობის შემთხვევაში – სტენოზის ხარისხის შეფასება და სხვა.

შეგვიძლია, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზოთ, აღნიშნულ კვლევას + ნევროლოგის კონსულტაციაზე უპრეცედენტო ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა