ვიზიტი ნევროლოგთან - ნევროლოგია

კითხვა: მოგესალმებით,ღმერთი თქვენსკენ ,ჩემს მეუღლეს ბოლო რამდენიმე თვეა დაეწყო მეტყველების არევა,სიარულის დარღვევა(რამდენჯერმე წაიქცა),მაღალი არტერიული წნევები ,თან დაერთო არითმია წნევები ასდიოდა 180/110 -ზე,ხშირი თავის ტკივილები,გაუკავდა მარჯვენა მკლავი,ახლა მარცხენას ტკივილიც დაეწყო,კარდიოლოგთან ნევროპათოლოგთან გაგვიშვა ,რომელმაც დაუდგინა ნევროზის უმძიმესი ფორმა ,ერთვიანი მკურნალობა დაუნიშნა ,დავამთავრეთ მაგრამ შედეგი არანაირი,წნევები თითქოს 140-მდე ჩამოვიდა, ნევროზის ფორმა რჩება თან ბოლო რამდენიმე დღეა უძილობა აწუხებს ,არის ნაავარიევი თავის მძიმე ტრამვითა და ხერხემლის რამდენიმე მორჩის მოტეხილობით,მირჩიეთ როგორ მოვიქცეთ
პასუხი:

მოგესალმებით, 

ასეთ სერიოზულ საკითხზე, დისტანციურად ძალიან რთულია პასუხის გაცემა.

აუცილებელია, უშუალო ვიზიტისას  ობიექტურად შეფასდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, გასათვალისწინებელია ჩივილები, ტკივილის ხასიათი, დაავადების შედეგები, ტკივილის ინტენსივობა–ლოკალიზაცია, გარდამავალი ფაქტორები, გარემოებები რომლებიც აძლიერებენ ტკვილს ან იწვევენ მდგომარეობის გაუარესებას, თანმხლები შეგრძნებების ერთობლიობა, ამასთან, უშუალოდ ნევროლოგმა უნდა ნახოს თუ გაქვთ რაიმე სახის კვლევა ჩატარებული, მათი პასუხები, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ჩატარდეს განმეორებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, მაგალითად მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, რათა მოხდეს ცვლილების შედარება.

არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელსაც ასე ვირტუალურად ვერ გავცემთ პასუხს.

ამიტომ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ მეუღლისათვის შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვასა და გამოჯანმრთელებაში.

თუ ვიზიტისას საჭირო იქნება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ უპრეცედენტო ფასდაკლებები, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას! 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა