მოგესალმებით!
დისტანციურად ზუსტი პაუხის გაცემა შეუძლებელია, თუმცა შევეცდებით ზოგადად მოგახსენოთ.
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, შესაძლოა საქმე გვქონდეს ვერტებრო–ბაზილარულ უკმარისობასთან.
ადამიანის ორგანიზმის ვესტიბულური აპარატის ნორმალური, დაბალანსებული ფუნქციონირება აუცილებელია, რათა სხეულმა ვერტიკალური მდგომარეობა შეინარჩუნოს და სივრცეში შეთანხმებული მოძრაობა განახორციელოს, თავის მდებარეობა სტაბილური იყოს, ხოლო მხედველობა - ფიქსირებული, სათანადოდ წარიმართოს სივრცობრივი ორიენტაციის ფორმირება. აქედან გამომდინარე, ვესტიბულური აპარატის ნებისმიერ დარღვევას აღნიშნული ფუნქციების გამართულად შესრულების დაქვეითება მოსდევს.
კისრის მალების განივ მორჩებში გავლისას ხერხემლის არტერიები შესაძლოა იყოს შევიწროვებული, რაც გამოვლინდეს თქვენს მიერ აღწერილი სიმპტომების სახით და ამას ვერტებრო-ბაზილარულ უკმარისობას უწოდებენ.
ვერტებრო–ბაზილარული არტერიული სისტემა მოთავსებულია თავის ტვინის უკანა მხარეს და მოიცავს ვერტებრალურ და ბაზილარულ არტერიებს. ეს სისხლძარღვები ამარაგებენ თავის ტვინის სასიცოცხლო სტრუქტურებს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.
ყველაზე ხშირი მიზეზი უკმარისობის განვითარების არის ათეროსკლეროზი, ასევე სხვა ფაქტორები:
- კისრის მალების ოსტეოქონდროზი;
- ჰიპერტენზია;
- დიაბეტი;
- სიმსუქნე;
- გენეტიკური ფაქტორი;
- ქოლესტერინის მაღალი დონე.
ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ ნევროლოგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას ან გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან.,კერძოდ ნეიროქირურგთან.
გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მიმდინარეობს აქცია, რომელიც გულისხმობს ნევროლოგის უფასო კონსულტაციას ყოველ პარასკევს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!