მოგესალმებით,
თავის ტკივილი ერთ-ერთი იმ სიმპტომთაგანია, რომლის გამოც ადამიანები ყველაზე ხშირად მიმართავენ ექიმს. მოსახლეობის 70%-ს ეპიზოდური ან ქრონიკული თავის ტკივილები აწუხებს. ის წამყვანი, ზოგჯერ კი ერთადერთი სიმპტომია 40-ზე მეტი დაავადების, ესენია:
- ნევროზი;
- დეპრესიული მდგომარეობა;
- ჰიპერტონული დაავადება;
- თირკმლის პათოლოგია;
- ენდოკრინული პათოლოგია;
- ნევროლოგიური პათოლოგია;
- სისხლძარღვოვანი პათოლოგია და ა.შ.
თუმცა მის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს დაძაბვის თავის ტკივილი (70%) და შაკიკი (25%) წარმოადგენს.
პირველ რიგში უნდა დადგინდეს რა არის გამომწვევი მიზეზი, ამის შემდეგ კი , შესაძლებელი იქნება მკურნალობის დაგეგმვაც.
თქვენს მეგობარს შეუძლია, მობრძანდეს ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული მონაცემების შეჯერების შემდეგ, შეგვეძლება დავუნიშნოთ მას მკურნალობა.
დამატებითი კლინიკური კვლევების საჭიროების შემთხვევაში კი, შეგვიძლია შევთავაზოთ კვლევები ყველაზე დაბალ ფასად.
სხვა შემთხვევაში, მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება და დაავადების მართვა – შეუძლებელია.
თუ გადაწყვეტს კონსულტაციას, სასურველია თან იქონიოს ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!