კითხვა: მოგესალმებით, 2 დღის წინ წაიქცა დედაჩემი და (70 წლის) და დაარტყა თავი, გამოუვიდა ე.წ. კოპი შემდეგ ცივი საფენები დაიდო და დაცხრა, ეხლა აქვს ჩაშავებული იმ ადგილას, თუმცა ტკვილი ან რამე სიმოტომი არ აქვს, მაინტერესებს რა უნდა გაკეთდეს დაზღვევის მიზნით რომ თავის ტვინში არ განვითარდეს სისხლჩაქცევა?
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ, დედათქვენმა მიიღო თავის მსუბუქი ტრავმა.
თუ სხვა სიმპტომებს არ უჩივის, როგორებიცაა სმენის დაკარგვა, გაორებული მხედველობა, ღებინება და ა.შ. სანერვიულო არაფერია.
რასაც თქვენ შიშობთ ,ანუ „ტვინში სისხლჩქცევა „ ,ეს მაშინვე მოხდებოდა .
როგორც წესი ,ეს მოგვიანებით ,ტრავმასთან დაკავშირებული მიზეზით აღარ ხდება ხოლმე .გასათვალისწინებელია, ხომ არ ატარებს დედათქვენი მაღალ წნევას ,რაც ცხადია დიდი რისკფაქტორია სისხლჩაქცევების თვალსაზრისით და ასეთ შემთხვევაში აუცილებელია წნევის მედიკამენტურად რეგულირება. 
თუ თქვენ გსურთ დაადგინოთ ამჟამად თავის ტვინში არსებული მდგომარეობა, გირჩევთ დედათქვენს ჩაუტაროთ თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელზეც კლინიკის აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31428/gatavisufldit-tavis-tkivilisgan-%E2%80%93-gtavazobt-tavis-tvinis-kompiuterul-tomografias-da-nevrologis-konsultacias 
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა