თავისა და კეფის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: საღამო მშვიდობის, ვარ 35 წლის ქალი მაქ თავის და კისრის ტკივილი ვის მივმართო რას მირჩევთ?
პასუხი:

მოგესალმებით, 

რთულია დისტანციურად ზუსტად გაგცეთ პასუხი, რა იწვევს თქვენ შემთხვევაში ამ სიმპტომებს, თუმცა შევეცდებით დაგეხმაროთ. ტკივილი კეფის მიდამოში და კისრის ზედა ნაწილში საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა. თავის ტკივილის უამრავ მიზეზს შორის არსებობს ისეთებიც, რომლებსაც კისრის იმ ღრმა გამშლელი კუნთების დაჭიმულობა უწევს პროვოცირებას, რომლებიც სწორედ კეფის ქვეშ არის განლაგებული. ტკივილი კისრის ამ ნაწილში შეიძლება თავის მცირედი დახრის ან მობრუნების დროსაც განვითარდეს.

კეფის ნერვის ნევრალგიის მიზეზი უმეტესად არის კისრის მალების დაავადებები, ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი. კეფის ნერვის ნევრალგიის დროს თავის ტკივილი შეტევისმაგვარი ხასიათისაა. ის მკვეთრად გამოხატული და ძალზე მწვავეა. თავის, კისრის, სხეულის მოძრაობისას, ხველისას ტკივილი მფეთქავი ხდება. შეტევებს შორის პაციენტი კეფის მიდამოში განიცდის ზეწოლითი ხასიათის მუდმივ ტკივილს.

თუ ხერხემლის კისრის მიდამოს მოძრაობას შევზღუდავთ, თავის ტკივილის ინტენსივობამაც შეიძლება იკლოს. ეს ტკივილები ხშირად ორმხრივია, მათი ლოკალიზაცია კი მუდმივი არ არის.

კლინიკის  აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ,  ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს.

ექიმი უშუალო კონსულტაციისას, შეკრებს ანამნეზს, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ კვლევებს, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და ამის შემდეგ მიმართავს აპრობირებულ მკურნალობას.

კონსულტაციისას თუ გამოიხატება,  თავის ტვინისა და კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფის საჭიროება, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

ნევროლოგთან უფასო კონსულტაციის დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა,  ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა