თავისა და მუცლის ტკივილი ბავშვებში

კითხვა: გამარჯობა მყავს 12 წლის გოგო ხშირად ააქვს მუცლის ტკივილი და თავის ტკივილი ვის უნდა მივმართო ამ შემთხვევაში
პასუხი:

მოგესალმებით! თავის ტკივილი ბავშვებში ხშირია და არ არის საგანგაშო. ზრდასრულების მსგავსად, ბავშვებშიც სხვადასხვა სახის თავის ტკივილი გვხვდება, მაგალითად შაკიკი და დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი.

შაკიკს შეუძლია გამოიწვიოს:
● მფეთქავი თავის ტკივილი;
● ტკივილი რომელიც დატვირთვის დროს უარესდება;
● გულისრევა;
● პირღებინება;
● მუცლის ტკივილი;
● მგრძობიარობა სინათლეზე და ხმაზე.

მნიშვნელოვანია ბავშვის თავის ტკივილზე დაკვირვება და გახშირების ან გაუარესების შემთხვევაში ექიმთან მისვლა.
ბევრ ფაქტორს შეუძლია გამოიწვიოს ბავშვში თავის ტკივილის განვითარება. ესენია:
● ავადმყოფობა და ინფექცია : ხშირი ავადმყოფობები, როგორიცაა გაციება, გრიპი, ყურის და სინუსის ინფექციები. უფრო სერიოზულ ინფექციას, მაგალითად მენინგიტს და ენცეფალიტს, აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს თავის ტკივილი, თუმცა მათ თან ერთვის სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა ცხელება და კისრის გაშეშება.
● თავის ტრავმა: შეტაკებებს და დარტყმებს შეუძლიათ თავის ტკივილის გამოწვევა.
● ემოციური ფაქტორები: სტრესი და შფოთვა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს თანატოლებთან, მასწავლებლებთან ან მშობლებთან პრობლემამ, დიდ როლს თამაშობს ბავშვების თავის ტკივილის განვითარებაში. დეპრესიულ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ თავის ტკივილი, განსაკუთრებით თუ უჭირთ მოწყენილობისა და მარტოობის გრძნობებში გარკვევა.
● გენეტიკური წინასწარგანწყობა: თავის ტკივილს, განსაკუთრებით შაკიკს, ოჯახური გავრცელება ახასიათებს.
● ზოგიერთი საკვები და სასმელი: ნიტრატები, საჭმლის კონსერვანტი, რომლებიც გვხვდება ძეხვეულობაში და ჰოთდოგებში, იწვევს თავის ტკივილის, საჭმლის დანამატი MSG და გაზიან სასმელში, შოკოლადში, ჩაიში არსებული კოფეინის ჭარბი რაოდენობა.
რაც შეეხება მუცლის ტკივილს, დასადგენია სიძლიერე, ხანგრძლივობა, პერიოდულობა და ლოკალიზაცია. ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვთა ასაკში არის ჭიებით ინვაზია, ასევე შეიძლება იყოს , კოპროსტაზი (განავლის დაგროვება ნაწლავებში).
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლიდან ზემოთ პაციენტებს, ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას. გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა