მოგესალმებით, თქვენს მიერ დასახელებული კვლევა გენეტიკური კვლევების რიგს მიეკუთვნება .
თავისუფალი ესტრიოლი - E3 (Free Estriol)- ესტროგენების ჯგუფის ჰორმონია, რომელსაც გამოიმუშავებს საკვერცხეები, ორსულობისას - ქორიონული გონადოტროპინის გავლენით საკვერცხეში ფოლიკულის ადგილას წარმოქმნილი ყვითელი სხეული, შემდგომში პლაცენტა და ნაყოფის ღვიძლი (90%-ს).
მას ორსულობის „მთავარ“ ესტროგენსაც უწოდებენ. ჰორმონი აძლიერებს პლაცენტაში სისხლის მიმოქცევას, აქვეითებს კუნთოვანი შრის ტონუსს, ხელს უწყობს სარძევე ჯირკვალში სადინარების და შესაბამისად სარძევე ჯირკვლების მომწიფებას.
მისი კონცენტრაცია მთელი ორსულობის მანძილზე იზრდება, თუმცა ისაზღვრება და ინფორმატიულია ორსულობის მე-12-15 კვირის ვადაზე, როდესაც საჭიროა დიაგნოსტირება თუ როგორ ფუნქციონირებს პლაცენტა და ორსულობის 40 კვირის შემდგომ, როდესაც ხდება ორსულობის ვადაგადაცილების დიაგნოსტირება.
სისხლში თავისუფალი ესტრიოლის კონცენტრაციის ნორმები ორსულობის ვადის მიხედვით ცვალებადია : 13 – 16 კვირის ორსულობის ვადაზე კი მაჩვენებელია 4.69 – 10.76 .
სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მკურნალ ექიმს მოსთხოვოთ განმარტება,ხოლო თუ გსურ ალტერნატიული აზრის მოსმენა , ეწვიეთ ჩვენს კლინიკას,სადაც მუშაობს გინეკოლოგთა გამორჩეული გუნდი, .ანანეზის შეკრების და მონაცემთა დაზუსტების შემდეგ მიიღებთ კორექტულ პასუხს.
გვაქვს უფასო კონსულტაციის დღეები,აუცილებელია წინასწარი ჩაწერა ნომერზე 577 05 99 00.გმადლობთ,რომ გვენდობით ,გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: სამმაგი ტესტი. გამარჯობათ, ორსულობის მე-16კვირაზე გავიკეთე სამმაგი ტესტი და თავისუფალი ესტრიოლი არის 1.0. ამიხსენით რა შეიძლება გამოიწვიოს ამ პასუხმა?
პასუხი: