კითხვა: 11 წლის ბიჭს სიარულის დროს სტკივა ფეხის გულები და ქუსლები,რისი ბრალი შეიძლება იყოს და როგორ ვუმკურნალოთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
ტერფის ტკივილი ხშირად გაურკვეველი წარმოშობისაა, თუმცა ცნობილია მისი ზოგიერთი მიზეზიც. მაგალითად, ის შესაძლოა გამოიწვიოს რევმატულმა დაავადებამ, სტრუქტურულმა დეფორმაციამ, ფეხსაცმლის ტიპმა.
ტერფის ტკივილს იწვევს დიდი წვივის უკანა ნერვის მიჭყლეტა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს:

  •  ადგილობრივმა ტრავმამ (მყესების დაჭიმვამ, მოტეხილობამ);
  •  მოცულობითმა პროცესმა (ვენების დაავადებამ, ცხიმგროვამ);
  •  ტერფის დეფორმაციამ.

ასევე ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ქუსლის ძვლის დეზი, ქუსლთან ფასციის დაზიანებისა და ანთების შედეგად გაძვალებული ქსოვილი. ჩივილები ამ დროს ინდივიდუალურია.
შესაძლოა მიზეზი იყოს კოჭ-წვივის ართრიტიც, კოჭ-წვივის სახსრის ანთება. ის შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმამ, ქრონიკულმა არასტაბილურობამ, სისტემურმა ანთებითმა დაავადებამ. პაციენტი, ჩვეულებრივ, უჩივის ყრუ ტკივილს დილაობით, ადგომისას, და ხანგრძლივი უმოძრაო პერიოდის შემდეგ.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა, თუ რა იწვევს თქვენი შვილის შემთხვევაში ტერფის კივილებს, შეუძლებელია.
გირჩევთ მიმართოთ ექიმს. სასურველია, პირველ რიგში გამოირიცხოს ტერფის პრობლემები.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პირებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა