ტერფმრუდობა ბავშვებში - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: მოგესალმებით. გთხოვთ მიპასუხოთ.ბავშვი დაიბადა ტერფმრუდობით რის გამოც ვუკეთებდით ფეხებზე თაბაშირის ნახვევებს და შემდეგ ოპერაციაც გავუკეტე 4 თვის წინ ახლა არის უკვე 8 თვის და ექიმი რომელიც თაბაშირს ადებდა მხოლოდ მითხრა რომ წლამდე ფეხზე არ დააყენო ხოლო ქირურგს მსგავსი რამ არ უთქვამს პედიატრი კი მეუბნება ეხლა თუ არ ავარჯიშებ და არ ასწავლი ფეხზე დგომას კუნთები არ გაუმაგრდრბა და მერე უფრო გაუჭირდებაო თკვენ რას მირჩევთ?დაბნეულობაში ვარ როგორ მოვიკცე რომჩემი შვილის სასიკეთოდ?გმადლობთ წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით!
ბავშვებში ხშირია ისეთი პათოლოგია, როგორიცაა ტერფმრუდობა. ტერფმრუდობით დაავადებულ ბავშვებში აღინიშნება ტერფ–წვივის სახსრების ძვლების არასწორი მდებარეობა და მოძრაობებში შეზღუდვა. ასეთი დარღვევა ვლინდება ქვედა კიდურების ტერფის შიგნითა ნაწილის აწევით და გარეთას დაწევით, ფეხისგულისაკენ მოხრით, ამ დროს ტერფის წინა ნაწილი მოზიდულია. დეფორმაცია შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი.
ბავშვთა ტერფმრუდობის ერთ–ერთ ეფექტურ დიაგნოსტიკურ მეთოდს მიეკუთვნება ოსტეოპათია. პროცედურის შედეგი ვლინდება პირველივე სამკურნალო კურსის შემდეგ. ოსტეოპათი, აქტიურ წერტილებზე ზემოქმედების საშუალებით, სახსრებს აძლევს სწორ მიმართულებას.
აღნიშნავთ, რომ ქირურგიული მკურნალობა უკვე ჩაუტარდა პატარას, ოპერაცია ზაცეპინის მეთოდით კეთდება, შემდგომ კი საჭიროა სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი და ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიოთერაპიაც.
გირჩევთ, დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმ-ქირურგს და მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს, ან მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა