თირკმლის კენჭოვანი დაავადება - უროლოგია

კითხვა: 1.ბოლო წლებია მაწუხებს კენჭს წარმოქმნა ორთავე თირკმელში, ჩავატარე დისტანციური დაშლა, სრულად ვერ მოერია,შემდეგ მარჯვენა თირკმელში შევიდნენ ლაზერით, გაასუფთავეს მაგრამ მაინც ჩამოყალიბდა, პერიოდულად ვდგამდით უბრალოდ უ-ს, ბოლო დროს ტუტუკამს. მაინც მოგროვება, როგორ შეიძლება სრულად გაწმენდა? 2. ცხვირის ნესტოები პერიოდულად მევსება ძნელად მოსაცილებელი ქერქებით, იძულებით მოცილებისას მეწყება სისხლდენა, რა არ ვცადე, არსებობს ქერქების წარმოქმნის შეწყვეტის საშუალება?წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას, თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს, მყარი მინერალური დეპოზიტები იქმნება თირკმელში.
ეს კენჭები მინერალებისა და მჟავა მარილებისაგან შედგება.
თირკმლის კენჭებს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს,დაავადება ეხება საშარდე გზის ნებისმიერ ნაწილს, თირკმლიდან შარდის ბუშტამდე. ხშირად, კენჭი იქმნება, როცა შარდი კონცენტრირებულია, რის გამოც მინერალები კრისტალიზირდება და ერთმანეთს ეკვრის.
უპირველეს ყოვლისა საჭიროა, თვითონ კონკრემენტის (კენჭის ) კლასიფიცირება შემდეგი კრიტერიუმებით: ზომა, რენტგენოლოგიური მახასიათებლები, ეთიოლოგია, მინეროლოგიური შემადგენლობა და განმეორებითი კენჭების გაჩენის რისკის ხარისხი, ეტიოლოგიურად ინფექციურია თუ არაინფექციური და ა.შ.
ამიტომ, სჯობს მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში კი, დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და თავად მოგახსენებთ მკურნალობის მეთოდის შესახებ.
რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, სავარაუდოდ საქმე ეხება, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალეს, რომლის დროსაც ჩნდება ქერქები, ფუფხები და შესაძლებელია განვითარდეს ცხვირიდან სისხლდენა.
პირველ რიგში სასურველია გაითვალისწინოთ, რომ არ შეიძლება მათი ძალით მოშორება, რადგან გარდა იმისა რომ გამოიწვევს სისხლდენას – კიდევ უფრო გააღრმავებს სიმშრალეს.
თვითმკურნალობა შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო აღმოჩნდეს, ამიტომ ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ინსტუმენტული დათვალიერების შემდეგ, გამორიცხება სხვა შესაძლო პათოლოგიები და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
გაცნობებთ, რომ უროლოგთან უფასო კონსულტაციები ტარდება ყოველ ხუთშაბათს, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა