ხშირი შარდვა, რინოსინუსიტი - უროლოგია

კითხვა: გამარჯობა მაწუხებს ხშირი შარდვა ანალიზები და ეხოსკოპიაც გავიკეთე თირკმელში მაქვს სილა მაგრამ შეშუპებული მაქვს ყვრიმალის ძვლებტთან უკვე ერთი თვეა რისი ბრალი შეიძლება იყოს შეშუპება ცილა არ მაქვს შარდში
პასუხი:

მოგესალმებით,
უმრავლეს შემთხვევაში ასეთი სიმპტომების მიზეზი შარდ–სასქესო სისტემის ინფექციური ან პარაზიტული დაავადებებია.
ეს დაავადებები შეიძლება იყოს როგორც სქესობრივი კონტაქტით გადამდები , ასევე არასქესობრივი მიზეზებით განპირობებული ცისტიტი,პიელონეფრიტი და ა.შ.
როგორც მოგვითხრობთ ექოსკოპიურად თირკმელში გამოვლინდა „სილა " , ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
ამ მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, ექიმი დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, დასვამს დიაგნოზს და შეგირჩევთ მკურნალობის მეთოდს.
რაც შეეხება ყვრიმალების შეშუპებას, მიმოწერის რეჟიმში ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია.
შესაძლოა ჩივილები უკავშირდებოდეს რინოსინუსიტს, რომელიც წარმოადგენს ცხვირის ღრუს და პარანაზალური სინუსების ლორწოვანი გარსის სიმპტომურ ანთებით დაავადებას.
ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ მობრძანდეთ ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, რომელიც დაათვალიერებს ცხვირის ღრუს აპარატურულად, რის შემდეგაც დაადასტურებს ან გამორიცხავს პათოლოგიებს და მოგცემთ რეკომენდაციას.თუ ამ სფეროში პათოლოგია გამოირიცხება ,მაშინ უროლოგის შემდეგ ,ან მასთან ერთად ,დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ჩაერთვება ნეფროლოგი .
გაცნობებთ, რომ უროლოგთან უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ ხუთშაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა