კითხვა: გამარჯობა, 3წლის ბავშვს კისერზე ეჯდა ტკიპა, თავიდან ვერ მივხვდი რა იყო და მყისიერად მოვაშორე, ძალიან ადვილად მოძვრა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ რაღაც დარჩა, შავი წერტილი კიდევ ჩანს ძალიან პატარა. დღეს უკვე მესამე დღეა არც მაგ ადგილს სადაც ეჯდა ანუ კანს და არც ბავშვს ცვლილება არ ეტყობა. მირჩიეთ რა რა უნდა გავაკეთო და საშიშია თუ არა თუ დარჩა რამე? სავარაუდოდ ან ფეხი მგონია ან ხორთუმი.
პასუხი:

მოგესალმებით,
ნებისმიერი ტკიპის ნაკბენი რისკის შემცველი არ არის, ანუ ყველა ტკიპით დაინფიცირება არ ხდება.
დიაგნოსტიკის მიზნით, უნდა მიმართოთ ინფექციონისტს, სპეციალიზირებულ დაწესებულებაში.
მანამდე კი, გირჩევთ თავი აარიდოთ დამოუკიდებლად ღონისძიებების ჩატარებას.

„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა