მოგესალმებით,
ბარძაყის ტკივილი გავრცელებული პრობლემაა, რაც შეიძლება ბევრმა მდგომარეობამ გამოიწვიოს. ბარძაყის ტკივილის ზუსტი მდებარეობის დადგენამ დიაგნოსტიკური თვალსაზრისით შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს.
ბარძაყის ტკივილი გარეთა მხარეს, მაგალითად თეძოს ზედა ნაწილში ან დუნდულებზე გამოწვეულია იმ კუნთების, მყესების, იოგების და სხვა რბილი ქსოვილების დაზიანებით , რაც გარს აკრავს ბარძაყის სახსარს.
ბარძაყის ტკივილს ზოგჯერ სხეულის სხვა მიდამოებში, მაგალითად წელის ქვედა ნაწილში ან მუხლებში არსებული პრობლემები იწვევს.
შესაძლოა, დედათქვენის პრობლემა უკავშირდებოდეს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკულ დისტროფიულ დაავადებას – კოქსართროზს.
კოქსართროზის დიაგნოზს ადვილად სვამენ რენტგენოლოგიური კვლევის საშუალებით.
ადრეული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული კომპლექსური თერაპია უდავოდ იძლევა ეფექტს.
შესაბამისად გირჩევთ, ნუ გადადებთ ვიზიტს სპეციალისტთან. ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც სრულფასოვნად შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას და დაუნიშნავს მკურნალობას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევის პასუხი.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/travmatologia/27
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!