ტკივილი კეფის არეში - ნევროლოგია

კითხვა: კეფის არეში ოდნავ ზემოთ .მაქვს ტკივილები , და მაინტერესებს საშიშია თუ არა . ამასთანავე ცოტა გაციებულიც ვარ. ადრე მხოლოდ ერთხელ მაქ შემჩნეული ასეთი ტკივილი ჩემ თავს . თუ შეგიძლიათ მითხრათ ეს საშიშია სიცოცხლისათვისს?
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
შესაძლოა თქვენი ჩივილები უკავშირდებოდეს კეფის ნერვის ნევრალგიას, მისი მიზეზი კი, უმეტესად არის კისრის მალების დაავადებები, ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი.
ასეთ დროს პაციენტი კეფის მიდამოში განიცდის ზეწოლითი ხასიათის მუდმივ ტკივილს.
თუ ხერხემლის კისრის მიდამოს მოძრაობას შეზღუდავთ, თავის ტკივილის ინტენსივობამაც შეიძლება იკლოს.
ეს ტკივილები ხშირად ორმხრივია, მათი ლოკალიზაცია კი მუდმივი არ არის.
მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით გირჩევთ, მიმართოთ ექიმს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც, ექიმი უშუალო კონსულტაციისას, შეკრებს ანამნეზს, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ კვლევებს, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და ამის შემდეგ დაგინიშნავთ მკურნალობას.


● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20 

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა