მოგესალმებით,
თუ რა არის გამომწვევი მიზეზი, მიმოწერის რეჟიმში ვერ განვსაზღვრავთ, თუმცა ზოგადად მოგახსენებთ.
მენჯის არეში, ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
● ხერხემლის პათოლოგიები;
● კოქსართროზი;
●რევმატოიდული ართრიტი;
●ბურსიტი;
●ტენდინიტი;;
● დისკოს თიაქარი;
● თეძოს ნერვის ანთება;
●ოსტეოპოროზი და ა.შ.
უმჯობესია, სპეციალისტმა დაგინიშნოთ საჭირო კვლევა, რომელიც დაგვეხმარება შემდგომში, მკურნალობის მეთოდის დაგეგმარებაში.
მობრძანდით ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე ხუთშაბათს ან შაბათს, უშუალოდ შეფასდება თქვენი მდგომარეობა და საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, დაისმება ზუსტი დიაგნოზი, ყოველივე ამის შემდეგ კი, ექიმი შეგირჩევთ მკურნალობის კურსს.
ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მაწუხებს ტკივილი მენჯის არეში, გადმოდის მარჯვენა ბარძაყში ჯერ მიბუჟდება თითქოს მეყინება და შეგრძნებას ვკარგავ და ბოლოს მწარე ტკივილით მთავრდება,განსაკუთრებით თუ ფეხზე ვდგევარ მაშინ მაწუხებს,რამდენიმე წუთში გამივლის,მოძრაობა მიჭირს,ვის მივმართო რა მჭირს
პასუხი: