მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რას წარმოადგენენ ნუშურა ჯირკვლები;
- რა არის ტონზილიტი;
- რა დროს კეთდება ტონზილექტომია.
ნუშურა ჯირკვლები, წარმოადგენენ ტონზილებს (გლანდები), დაინფიცირება შესაძლებელია ბაქტერიით ან ვირუსით, რის შედეგადაც შუპდება და იწყება ანთებითი პროცესი. ამ დაავადებას ეწოდება ტონზილიტი (ანგინა, ნუშურა ჯირკვლების ანთება).
სტრეპტოკოკით (ბაქტერია) გამოწვეული ტონზილიტი შესაძლებელია გართულდეს რევმატიული ცხელებით, თირკმლის დაავადებით (გლომერულონეფრიტი), მწვავე მონონუკლეოზით. ხოლო ვირუსული ტონზილიტის ყველაზე ხშირ გართულებას წარმოადგენს ნუშურების აბსცესი (დაჩირქება).
დაჩირქებული ნუშურები ძალიან მტკივნეულია და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას, რადგან შესაძლებელია ჩირქი გავრცელდეს და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს. ამ მდგომარეობას ხშირად თან ახლავს კისრის, იღლიის ან საზარდულის მიდამოში ლიმფური ჯირკვლების გადიდება.
რაც შეეხება ოპერაციას, ტონზილექტომია უნდა ჩატარდეს, თუ არის დამატებითი ფაქტორები:
- ალერგია ანტიბიოტიკების მიმართ;
- პერიტონზილური აბსცესი;
- მორეციდივე ტონზილიტი;
- მორეციდივე ფარინგიტი და ა.შ.
- ტონზილექტომიის წინ დიაგნოზი უნდა იყოს დაზუსტებული და დიფერენცირებული სხვა პათოლოგიებისაგან, ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს ძირითადი კრიტერიუმები:
- ფარინგიტის მიზეზი უნდა იყოს ტონზილიტი;
- ერთი წლის განმავლობაში უნდა აღინიშნოს მწვავე ფარინგიტის 3 ან მეტი ეპიზოდი.
- თავი აარიდეთ თვითმკურნალობას.
უნდა მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ოტო-რინო-ლარინგოლოგს, ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს და სთხოვეთ, დისტანციურად გაგიწიოთ დახმარება.
ჩვენი კლინიკა ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!