მოგესალმებით და მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ქრონიკული, მორეციდივე პათოლოგიაა, რომელიც კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში წყლულების წარმოშობით ხასიათდება.
წყლულები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ლორწოვანი გარსის დამცავი მექანიზმები ქვეითდება და ამ ფონზე კუჭის წვენის აგრესიული მოქმედება იზრდება.
დღეს უკვე დადგენილია, რომ პეპტიური წყლულის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ორ ფაქტორს - ჰელიკობაქტერიას და არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.
თუ კუჭის ლორწოვანზე მოქმედი აგრესიული ფაქტორებისა და მისი დამცავი მექანიზმების ბალანსი დარღვეულია, ყოველთვის არსებობს დაავადების გამწვავების საშიშროება. ამიტომაც არის წყლული მორეციდივე პათოლოგია.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას. დიახ, რა თქმა უნდა ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია დიაგნოსტირება.
არსებობს კუჭ–ნაწლავის სისტემის სრული გამოკვლევის შესაძლებლობა ენდოსკოპიური მეთოდით, რომელიც ოქროს სტანდარტს წარმოადგენს.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრულ გასტროსკოპიულ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !