ტუჩის გადიდება E ვიტამინით - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: ადრე გავიკეთე ტუჩში ე ვიტამინი, ერთი კვირის შემდეგ დამისივდა და დაახლოებით 4 დღეში ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა, რაც ძალიან ლამაზი იყო: ოდნავ მოწითალო, ფუმფულა და გადიდებული. მაგრამ მაშინ მეგობარმა დიდი დოზა შემიშვა და ყველამ მითხრა ეს შესიება დოზის სიჭარბის ბრალიაო. ეხლა კიდევ მინდა ვცადო ოღონდ პატარა დოზა და რას მირჩევთ? იქნებ მართლა დიდი დოზის ბრალი იყო და არა ალერგიის...
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ეს ტუჩისთვის განკუთვნილი ვიტამინი არ არის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტრანსფერმალურად სიღრმეში ინექციის გზით შეყვანა.
ეს არის ზეთოვანი მასა და ტუჩის დაბერვასთან, გადიდება-შევსებასთან პირდაპირი კავშირი არა აქვს .
მისი ამ მიზნით გამოყენების შემთხვევაში მხოლოდ ტუჩი კი არ სივდება, არამედ შესაძლოა განვითარდეს ბევრის სხვა არასასურველი მოვლენა,
ვინაიდან ტუჩის არეში გადის ძალიან ბევრი სისხლძარღვი, კაპილარი, რეცეპტორები.
სასურველია თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რეკომენდაციას არ აჰყვებით „მოდურ ტენდენციებს“ საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა