მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ყბის სახსრის ტკაცუნსა და ხერხემლის პათოლოგიას შორის კავშირი არაა.
ეს შეიძლება იყოს სახსრის რბილქსოვილოვანი სტრუქტურების დაზიანება, ( ტრავმა,) ან სასახსრე თავის მდებარეობის შეცვლა, უნდა გამოირიცხოს ხომ არ არის სასახსრე დისკოსა და სასახსრე თავის მოძრაობის დისკოორდინაცია, რაც წარმოშობს ე.წ. ტკაცუნა სახსარს.
ეს პათოლოგია ზოგჯერ წააგავს ოტო–რინო–ლარინგოლოგების, ოკულისტების და ნევროლოგების პროფილურ დაავადებებს.
შესაბამისად, დაიგნოსტიკისთვის ამ უკანასკნელთა გამორიცხვაც აუცილებელია (ხომ არ გადაიტანეთ კბილის პათოლოგია, ცუდად მორგებული ბჟენი, ყურის ინფექცია, სინუსების ანთება, ნერვებთან დაკავშირებული პრობლემები) .
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების დისფუნქციის მკურნალობა საკმაოდ რთული პროცესია და ყველა შემთხვევაში მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შედგენას მოითხოვს.
ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ფიზიოთერაპიული საშუალებები (მაგნიტოთერაპია, ლაზეროთერაპია), მკურნალობის კომპლექსში რთავენ საღეჭი კუნთების მასაჟს.
ზოგჯერ მიმართავენ სახსარშიდა ინექციებს – ქონდროპროტექტორებით.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/35
გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში ყოველ ხუთშაბათს გვაქვს უფასო კონსულტაცია ყბა-სახის ქირურგთან, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 19 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !