ტვინი შერყევის შემდგომი გართულება

კითხვა: გამარჯობა, ბავშვობაში მივიღე ტვინის შერყევა, მას შემდეგ 10 წელზე მეტია გასული. მაწუხებს ისეთი სიმპტომები, როგორიც ადვილად დაღლა, კონცენტრაციის და მეხსიერების დაქვეითებაა, რაც ტვინის შერყევის შემდგომ სინდრომთანაცაა ასოცირებული ჩემი ინფორმაციით. შეგიძლიათ მომცეთ რჩევა ამ საკითხთან დაკავშირებით? თუ შერყევის ბრალია ამდენი წლის შემდეგ შეიძლება მისი გამოკვლევა და ცხოვრების გაუმჯობ ესება? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით! ჩვენი რჩევა იქნება , გაიაროთ კონსულტაცია ნევროლოგთან, რომელიც შეისწავლის , შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგეგმავს მკურნალობის სწორ ტაქტიკას . შესაძლოა დაგჭირდეთ თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული კვლევა. თუ არ გყავთ თქვენი ნევროლოგი , მაშინ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში. კვირაში ერთი დღე გვაქვს აქცია უფასო კონსულტაცია  ნევროლოგთან . დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დარეკეთ 577 119 119  ან  202 25 25 . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა