კითხვა: გამარჯობა. ვიძინებ ღამის 11დან-00:00 საათამდე. ღამე ბევრჯერ მეღვიძება ვტრიალებ და მაინც ვეღარ ვიძინებ მერე, ან შეიძლება 20წუთი დამეძინოს და გამომეღვიძოს. ასევე მოუსვენრობა მაწუხებს და ძილის არ ყოფნა
პასუხი:

მოგესალმებით!
ცნობილია ძილის დარღვევის 80-ზე მეტი ნაირსახეობა, პრობლემა კი ძალიან გავრცელებულია - მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს აწუხებს. ძილის დარღვევები ფორმით:

  • ინსომნია - უძილობა (33%);
  • პარასომნია ანუ ძილის პერიოდში ნორმიდან გადახრა, მაგალითად, ძილთან ასოცირებული მოძრაობითი დარღვევები;
  • ღამის ენურეზი;
  • ღამის შიშები;
  • სომნამბულიზმი (ძილში სიარული);
  • ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი);
  • ღამის კოშმარები;
  • ხვრინვა;
  • ძილის აპნოე (სუნთქვის გაჩერება);
  • მიოკლონუსი.

ძილის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთმა პათოლოგიამ, მაგალითად:

  • კარდიოვასკულური დაავადებები;
  • ბრონქული ასთმა;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსი.

უძილობას მრავალი მიზეზი აქვს. ისინი საძიებელია როგორც გარემო ფაქტორებს, ასევე ორგანიზმის თავისებურებებს, ცხოვრების წესსა და სხვა ფაქტორებს შორის, როგორიცაა:

  • ამინდის ცვალებადობა, ხმაური, უჰაერობა, მოუხერხებელი საწოლი, არასასიამოვნო გარემო საძინებელში;
  • ძილის წინ კოფეინის შემცველი პროდუქტების (ჩაი, ყავა, შოკოლადი და სხვა) მიღება;
  • ძილის წინ მაღალკალორიული საკვების მიღება;
  • არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა;
  • სტრესი და ემოციური გადაძაბვა;
  • დეპრესია და ნევროზი;
  • სომატური ან ენდოკრინული პათოლოგია;
  • ტკივილი;
  • რომელიმე წამლის გვერდითი ეფექტი.

იმისათვის რომ დავადგინოთ თქვენი უძილობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი და ინდივიდუალური მკურნალობისათვის მოგცეთ რეკომენდაცია, შეგვიძლია შემოგთავაზოთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ნევროლოგის უფასო კონსულტაცია პარასკევს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა