მოგესალმებით,
შეშუპების გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორებია სისხლში ცილა ალბუმინის შემცველობის დაქვეითება.
შეშუპებას საფუძვლად ასევე შეიძლება დაედოს კაპილართა კედლების დაზიანება, მათი განვლადობის ზრდა, სისხლის მიმოქცევის სისტემაში წნევის მატება და ვენური ან ლიმფური ნაკადის ბლოკირება ზეწოლის გამო.
შეშუპება ადგილობრივიც შეიძლება იყოს და ზოგადიც. სახის შეშუპება ზოგჯერ ადგილობრივი ფაქტორებით არის გამოწვეული, ზოგჯერ კი ზოგადი დაავადებების გამოვლინებას წარმოადგენს.
მიმოწერის რეჟიმში ზუსტი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება. სასურველია, გავეცნოთ ჩატარებული კვლევების პასუხებს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშოთ დამატებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, რის შემდეგაც შეგვეძლება ამომწურავად და დაზუსტებით მოგაწოდოთ ინფორმაცია.
შეგიძლიათ, მიმართოთ ჩვენს კლინიკაში ნეფროლოგს, რომელიც დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/49
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!