მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის უშვილობა;
- უშვილობის გამომწვევი მიზეზები.
- უშვილობის პრობლემის მოგვარება კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“.
უშვილობა მნიშვნელოვანი სამედიცინო და სოციალური პრობლემაა. უშვილობას უნაყოფობას, სტერილობასაც უწოდებენ. მისი სიხშირე საშულოდ 15-18%-ია.
უშვილობის მიზეზი ქალებში ბევრია, მაგალითად:
- შარდსასქესო ორგანოების თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტები;
- მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები;
- ფალოპის მილების გაუვალობა;
- ჰიპერპროლაქტინემია;
- ჰორმონული დისბალანსი;
- აუტოიმუნური სისტემური დაავადებები;
- შარდსასქესო სფეროს ინფექციური დაავადებები;
- ფსიქოსექსუალური დარღვევები;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
ასევე, გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა იყოს ენდოკრინული პათოლოგიები, ვინაიდან არც ერთი სხვა სფერო ისე არ არის ჰორმონულ ფონზე დამოკიდებული, როგორც შვილოსნობა.
XXI საუკუნეში უშვილობის პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა არსებობს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ , გაიარეთ კონსულტაცია ექიმ–გინეკოლოგთან, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დასახავს თქვენი პრობლემის მოგვარების გზებს.
კლინიკაში არის თბილი გარემო და დაგეხმარებიან ორსულობის დაგეგმარებასა და თანამედროვე გაიდლაინებით მართვაში.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/orsuloba/32
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!