მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- უშვილობის გამომწვევი მიზეზები;
- უშვილობის პრობლემის მოგვარება კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“.
პირველ რიგში დასაზუსტებელია, რა არის თქვენს შემთხვევაში უშვილობის გამომწვევი მიზეზი. ზოგადად, იგი მნიშვნელოვანი სამედიცინო და სოციალური პრობლემაა. მისი სიხშირე საშულოდ 15-18%-ია, მისი მიზეზი ქალებში ბევრია, მაგალითად:
- შარდსასქესო ორგანოების თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტები;
- მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები;
- ფალოპის მილების გაუვალობა;
- ჰიპერპროლაქტინემია;
- ჰორმონული დისბალანსი;
- აუტოიმუნური სისტემური დაავადებები;
- შარდსასქესო სფეროს ინფექციური დაავადებები;
- ფსიქოსექსუალური დარღვევები;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
ასევე, გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა იყოს ენდოკრინული პათოლოგიები, ვინაიდან არც ერთი სხვა სფერო ისე არ არის ჰორმონულ ფონზე დამოკიდებული, როგორც შვილოსნობა.
დისტანციურად რჩევებისა და რეკომენდაციების მოცემა გაგვიჭირდება, რადგან თქვენი ჯანმრთელობის შესახებ საკმაოდ მცირე ინფორმაცია გვაქვს. უნდა მიმართოთ თქვენს გინეკოლოგს და მიჰყვეთ მის მკურნალობას, ასევე, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში.
XXI საუკუნეში უშვილობის პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა არსებობს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმ–გინეკოლოგთან, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დასახავს თქვენი პრობლემის მოგვარების გზებს.
კლინიკაში არის თბილი გარემო, მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, დაგეხმარებათ ორსულობის დაგეგმარებასა და მართვაში თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/orsuloba/32
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!