კითხვა: გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს, მყავს 11 წლის ბიჭი მის ასაკთან შედარებით დაბალია და რა შეიძლება გავაკეთო, რომ სიმაღლეში გაიზარდოს? არსებობს თუ არა რაიმე მედიკამენტი ამისთვის?
პასუხი:
მოგესალმებით,
ადამიანის სიმაღლეზე მოქმედებს როგორც გენეტიკა ისე გარემო ფაქტორები. სულიერად ნუ გატყდებით რადგან არავინ იცის რა სიმაღლის გაიზრდება მისი ფიზიკური სიმწიფის (23-26 წლის ასაკამდე) დასრულებამდე. თავი აარიდეთ ისეთ გარემო მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება სიმაღლეში ზრდა შეაფერხონ.
აუცილებელია სწორი და ჯანსაღი კვება.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, რადგან, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !