ვაგინალური ლუბრიკაცია

კითხვა: გამარჯობათ.სქესობრივი ურთიერთობის დროს მაქვს ჭარბი რაოდენობით სისველე რაც მიქმნის დიდ დისკომფორტს.რისი ბრალი შეიძლება რომ იყვეს და იწვევდეს ამ პრობლემას.ბაქტერიული და ხვა სახის ინფექციები არ მაქვს.
პასუხი:

მოგესალმებით!ვაგინალური ლუბრიკაცია არის ლორწოვანი სითხე, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება და გამოიყოფა საშოდან. ვაგინალური ლუბრიკაცია აუცილებელია საშოში ნოტიო გარემოს შესანარჩუნებლად, შესაბამისად ლუბრიკანტი(ზეთოვანი სითხე) გამოიყოფა ყოველთვის, თუმცა ძლიერდება გარკვეულ შემთხვევებში, უპირატესად ეს ხდება სექსუალური აგზნების დროს, რადგან ლუბრიკაციის გარეშე სქესობრივი აქტი შესაძლებელია იყოს მტკივნეული. ქალების ნაწილს ლუბრიკანტი ჭარბად გამოეყოფა, ხოლო ნაწილში ეს ნაკლებადაა გამოხატული. თუ სისველე ანუ გამონადენი ზოგადად გაქვთ, მისი მიზეზი უნდა დაადგინოთ, უნდა მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ექიმ–გინეკოლოგთან და ჩაიტაროთ ნაცხის ანალიზი.
გაცნობებთ, რომ აქციის ფარგლებში, გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა