მოგესალმებით,
თქვენს მიერ ჩატარებული PAP–ტესტი გვიჩვენებს, რომ დიაგნოზია – კანდიდოზი სხვა სიტყვებით რძიანა. იგი ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს Candida ტიპის საფუარა სოკოები.
ამ მიკროორგანიზმს, ძალიან უყვარს ადამიანის ორგანიზმზე ან ორგანიზმში ცხოვრება.
ვაგინური კანდიდოზის დროს ქალს შესაძლოა აწუხდებდეს:
- საშოს შეწითლება;
- ტკივილი;
- ქავილი;
- ხაჭოსებრი გამონადენი.
ეს სიმპტომები განსაკუთრებით მძაფრად არის გამოხატული სქესობრივი კავშირის დროს ან მის შემდეგ.
შარდსასქესო ორგანოების კანდიდოზი უმეტესად დაავადებულთან ან ინფექციის მატარებელთან სქესობრივი კონტაქტით გადაედება, წესისამებრ, მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა დათრგუნულია, თუმცა, შესაძლოა დასნებოვნება სქესობრივი კონტაქტის გარეშეც.
მკურნალობა, რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, რისი დაგეგმვაც შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
მიმართეთ მკურნალ ექიმს. ხოლო თუ გსურთ, მოისმინოთ სხვა მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მოსაზრება შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც მონაცემთა შეჯერების შემდეგ, მოგეცემათ მითითება მკურნალობის შესახებ.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!