მოგესალმებით,
მსგავსი სიმპტომებით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, შესაბამისად, მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას.
ვარიკოზული ვენები კვანძოვანი, გადიდებული ვენებია. ვარიკოზი ნებისმიერ ვენაზე შეიძლება განვითარდეს, თუმცა უმეტესად წვივისა და ტერფის ვენები ზიანდება, ვინაიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნა – ფეხზე დგომა და სიარული – სხეულის ქვედა ნაწილის ვენებზე ზეწოლას ზრდის.
მოგახსენებთ, რომ ჩვენს კლინიკაში დანერგილია, როგორც ლაზერული აბლაცია, ისე ენდოვასკულური მეთოდი.
ლაზერული აბლაცია – დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო, სპეციალური ლაზერით პატარა ჩხვლეტის გზით ნადგურდება.
ლაზერული აბლაციის შედეგად კიდურებზე ნაწიბურები არ რჩება. მაღალტექნოლოგიური შუქგამტარი შედის დაზიანებულ ვენაში და „აუქმებს“ მას ჭრილობის გარეშე, ამასთან, ეს ლაზერის სხივი ისეთი სიხშირისაა, რომ სხვა ქსოვილებს არ აზიანებს. ამიტომ ოპერაციისგან განსხვავებით ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.
ენდოვასკულური მეთოდი – განაკვეთისა და ზოგადი ანესთეზიის გარეშე დახშული სისხლძარღვების მკურნალობა.
თუმცა, თქვენს შემთხვევაში, თუ რომელი მეთოდი იქნება უპრიანი, დისტნაციურად ვერ განვსაზღვრავთ.
აუცილებელია მდგომარეობა შეაფასოს შესაბამისმა სპეციალისტმა.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს.
დეტალების დაზუსტების შემდეგ, ექიმი–ანგიოლოგი, მენეჯერთან ერთად მოგაწვდით ინფორმაციას, ოპერაციის ღირებულებისა და დაფინანსების შესახებ.
ზოგადად კი, ლაზერული აბლაციის ფასი ვარირებს 2 000-2 275 ლარის ფარგლებში.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/angiologia/21
ანგიოლოგის უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!