მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ათეროსკლეროზი;
- როგორ წარმოიშობა ათეროსკლეროზული ფოლაქები;
- როგორ ვითარდება ანევრიზმა;
- ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომები;
- ათეროსკლეროზული ფოლაქების მკურნალობა.
ათეროსკლეროზი წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროსაც სისხლძარღვის კედლში ჩალაგებული ქოლესტერინის უჯრედები, იწვევენ კედლების გასქელებას, რის გამოც წარმოიშობა ათეროსკლეროზული ფოლაქები და კალცინირებული უბნები, ქვეითდება არტერიული სისხლძარღვის ელასტიურობა. არტერიული ჰიპერტენზიის ან არტერიების სხვა ანთებითი დაავადებების არსებობის ფონზე კი, აღნიშნულ მიდამოში შესაძლებელია წარმოიქმნას ანევრიზმა. თუმცა შესაძლოა, ათეროსკლეროზული პროცესის დროს, განვითარდეს სისხლძარღვის სანათურის შევიწროვება ან სრული დახშობა, რაც შემდგომში აქვეითებს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას და ვითარდება ათეროსკლეროზული ფოლაქის გასკდომა, სამედიცინო ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ რუპტურა, რომელიც სისხლის მიმოქცევის აღდგენის თვალსაზრისით, საჭიროებს გადაუდებელ ოპერაციას.
რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ შეკითხვას, მოგახსენებთ, დაზიანებული სარქველები ვეღარ ეწინააღმდეგება ვენური სისხლის უკუდინებას, რაც განაპირობებს ვენებში წნევის მატებას, იზრდება სისხლძარღვის გამავლობა და დროთა განმავლობაში ყალიბდება ღრმა ვენების სარქვლოვანი უკმარისობა.
დიახ, თქვენი ჩივილების გამომწვევია ვენური უკმარისობა, რაც დოპლეროგრაფიული კვლევითაც დასტურდება.
- სწორედ ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომებია:
- ქვედა კიდურების შეშუპება;
- კიდურებში სიმძიმის შეგრძნება;
- ღამის კრამპი (კუნთის კურნჩხვა);
- სიმხურვალის შეგრძნება,
- ფეხების ადვილად დაღლა;
- კანქვეშა ქსოვილის დაზიანება;
- ქავილი;
- მრავლობითი ზედაპირული დაზიანება (ქავილის შედეგად გამოვეული).
ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა ლაზერული აბლაცია.
ეს არის ის თანამედროვე ტექნოლოგია, რასაც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ვფლობთ.
მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზიანებული ვენა, რომელიც უნდა ამოკვეთილიყო, სპეციალური ლაზერით, პატარა ჩხვლეტის გზით ნადგურდება.
მაღალტექნოლოგიური შუქგამტარი შედის დაზიანებულ ვენაში და „აუქმებს“ მას ჭრილობის გარეშე, ამასთან, ეს ლაზერის სხივი ისეთი სიხშირისაა, რომ სხვა ქსოვილებს არ აზიანებს, შესაბამისად, ლაზერული აბლაციის შედეგად კიდურებზე ნაწიბურები არ რჩება.
პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით და ტრადიციული ოპერაციისგან განსხვავებით - კომფორტულია პაციენტისთვის.
თუ თქვენ არ იმყოფებით თვითიზოლაციის რეჟიმში და გაქვთ სახლის დატოვების უფლება, მკურნალობის მეთოდის დაგეგმარებისთვის შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ორშაბათს, წინასწარი ჩაწერით.
ჩვენი კლინიკა არ არის ჩართული COVID-19 ბრძოლის სქემაში, შესაბამისად ვიზიტი უსაფრთხოა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/angiologia/21
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშრდით, საკონტაქტო ნომერზე: 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!