არტერიული უკმარისობა - ანგიოლოგია

კითხვა: გამარჯობა მაქვს უძილობა, ფეხების დაბუჟება ქუსლებთან ღამით ვგრძნობ საშინელ სიმხურვალეს ფეხებში ან საერტოდ მეყინება, ორი დღის უკან მარცხენა ხელის მოძრაობისას გულის არეში ტკივილები მქონდა. პოლიკლინიკაში ვიზიტისას მითხრეს კარდიოგრამა სუფთააო და რაფერი არა გჭირსო და უკვე აღარ ვიცი ვის მივმართო
პასუხი:


მოგესალმებით,
შესაძლოა, თქვენი ჩივილების გამომწვევი იყოს არტერიული უკმარისობა, რომელიც არის ერთ-ერთი, ძალიან სერიოზული პრობლემა დღესდღეობით არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში.
ამ დაავადებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რომელთა ჩამონათვალიც შორს წაგვიყვანს. თუმცა, არტერიული უკმარისობის სიმპტომებია:

  • ტერფების გაცივება;
  • დაბუჟება;
  • ტერფების ტკივილი;
  • დისკომფორტი.

იმისთვის, რომ მკურნალობის კურსი დაინიშნოს, პირველ რიგში გამომწვევი ფაქტორი უნდა დავადგინოთ.
ასევე დასაზუსტებელია, გიშუპდებათ თუ არა კიდურები, ხომ არ გაქვთ შეშუპება საღამოს, ხოლო დილით საწოლიდან ადგომამდე – დამცხრალი.
უმჯობესია, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის შეჯერების შემდეგ, შეგვეძლება მიზეზებზე ამომწურავი პასუხის გაცემა.
თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ, რომ ჩატარდეს სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/16390/aqcia-siskhldzarghvta-qirurgiashi-
დიაგნოსტირდება სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხოლო ამის შემდეგ ექიმი შეარჩევს მკურნალობის მეთოდს.
ასევე შესაძლოა, მკურნალობაში ჩაერთოს ნევროლოგი და კარდიოლოგი.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა