ვენების ვარიკოზული გაგანიერება - ანგიოლოგია

კითხვა: მიხდება ფეხზე დგომე ან ჯდომა მთელი დღე. მარჯვენა ფეხზე ტერფიდან მეწყებე წვა და ტკივილი. ზოგჯერ მაქვს ასე , ლიოტონს ვისვამ და გამივლის რამდენიმე ხანში. ახლა დამეწყო ისევ და მეწვის და ერთ ადგილას გამიშავდა ოღონდ ჰორიზონტალურად.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობის მიხედვით, სავარაუდოდ საქმე ეხება ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას, რომელიც არის ვენების დაავადება, იგი იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.
ვარიკოზის უპირველეს მიზეზად გვევლინება ვენების სარქვლოვანი აპარატის გაუმართავი მუშაობა, რომელიც იწვევს ვენური სისხლის მიმოქცევის გაუარესებას და ვენების კედლის ზედმეტად გაჭიმვას.
ამის შედეგად სისხლის დინება ხდება ქაოსური, სისხლი გუბდება ქვედა კიდურების ვენებში, განსაკუთრებით კანქვეშა ვენებში, წნევა მათში იმდენად იზრდება, რომ სისხლძარღვების კედლები ვეღარ უძლებს და ბუშტის მსგავსად იწყებს გაბერვას.
მისი პირველი ნიშნებია: სიმძიმისა და კანჭებში წვის შეგრძნება ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ.
ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელია ამ სიმპტომების გაქრობა ან შემცირება სიარულის ან ძილის შემდეგ.
შორსწასულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თრომბოფლებიტი (ვარიკოზული ვენების ანთება), ტროფიკული წყლულები ან ეგზემა დაზიანებულ მიდამოში.
მკურნალობის მეთოდის განსაზღვრა სპეციალისტის პრეროგატივაა. ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ექიმი ვიზიტისას შეაფასებს მდგომარეობას და თქვენთან ერთად დაგეგმავს მკურნალობის შემდეგ ეტაპებს.
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ორშაბათი და სამშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა