ვერტებრულ-ბაზილური უკმარისობა - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა. ამ ბოლოს ძალიან უცნაური გულმავიწყობა დამჩემდა. რაღაცნაირად, ყრუდ მავიწყდება სულ ახალი მომხდარი ამბები. თითქოს კედელი ჩნდება, რომლის იქიდანაც იმ მოგონების პატარა სხივიც ვერ გამოანათებს. პარალელურად, ერთბაშად მკვეთრად გამიუარესდა მხედველობა. ოღონდ რატომღაც მგონია რომ ეს მხოლოდ თვალები არ არის. მხოლოდ ყველაზე წვრილი ასოების საკითხავად მჭირდებოდა სათვალე და სულ რამდენიმე თვეში ისე გაუარესდა მდგომარეობა, ყველაზე მსხვილ ასოებსაც და საერთოდ ყველაფერს ხშირად ბურუსში ვხედავ, არამკვეთრად და რაღაცნაირად, გვირაბისებურად. თითქოს შუაში არაუშავს, ვხედავ მრგვალად და ოდნავ გვერძე უკვე ნისლია. ნაწილობრივ იმას ვაბრალებ, რომ შეიძლება სათვალე არასწორად შემირჩიეს. მაგრამ მეშინია, ეს თვალების კი არა ტვინის და სისხლძარღვების ბრალი არ იყოს. და ექიმთან მისვლაზეც სულ ფეხს ვითრევ. ის, რაც მე ჩამოვთვალე, არის რომელიმე სერიოზული დაავადების სიმპტომების ერთობლიობა??? გმადლობ
პასუხი:

მოგესალმებით,

ვერტებრულ–ბაზილური არტერიული სისტემა მოთავსებულია თავის ტვინის უკანა მხარეს და მოიცავს ვერტებრულ და ბაზილურ არტერიებს. ეს სისხლძარღვები ამარაგებენ თავის ტვინის სასიცოცხლო სტრუქტურებს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.

ასევე, კეფის დიდი ხვრელის საშუალებით იჭრებიან  ქალას ღრუში, იქვე უკავშირდებიან  მოპირდაპირე თანამოსახელე არტერიას და ქმნიან  ძირითად არტერიას, რომელიც თავის ტვინის ერთ-ერთი მთავარი მკვებავი წყაროა.

თუ აღნიშნული არტერიები ამა თუ იმ მიზეზით შევიწროვდა, სისხლის მიმოქცევის პროცესი ირღვევა და თავის ტვინის მუშაობაში ცვლილებები (აღქმის, მხედველობითი და სხვა სახის ინფორმაციის გადამუშავების, მეხსიერების, ყურადღების, წონასწორობისა და კოორდინაციის დარღვევა) იჩენს თავს.

დისტანციურად, რა თქმა უნდა ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, ამიტომ შემოგთავაზებთ უფასო კონსულტაციას ნევროლოგთან, რომელიც  შეაფასებს მდგომარეობას, დაადგენს მეხსიერების დაქვეითების გამომწვევ მიზეზს და სათანადო, რაციონალურ მკურნალობას დაგინიშნავთ.

ასევე, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ, თავის ტვინის მაგისტრალური და ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების დოპლერზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--

ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა