ვიზიტი ბავშვთა კარდიოლოგთან - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: მყავს 12 წლის გოგო,ხშირად თვალების ქვედა გუგა ჩაშავებული აქვს,ზოგჯერ თვალში სისხლჩაქცევა მოჩანს,იშვიათად,მაგრამ გული მტკივაო და ვალიდოლს ითხოვს.ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში ხომ არ არის? ან რისი ბრალია?გმადლობთ ყურადღებისთვის.
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, თვალების ირგვლივ ლურჯი რგოლების არსებობა მემკვიდრული ხასიათისაც შეიძლება იყოს და რომელიმე პათოლოგიური პროცესის მანიშნებელიც , რგოლების გაჩენის ზოგადი მიზეზებია:

  • გამოუძინებლობა და გადაღლა;
  •  კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა;
  •  თვალების მუდმივი სრესა - ამ ერთი შეხედვით უვნებელ ჩვევას ადვილად შეუძლია თვალების ჩაშავება გამოიწვიოს. ხელები ყოველთვის სუფთა არ არის, სრესა კი ნაზ ლორწოვან გარსსა და მის სისხლძარღვებს აღიზიანებს.

ლიმფის და სისხლის მიმოქცევის შეფერხება

აღნიშნული შესაძლებელია განვითარდეს მემკვიდრული განწყობის, ზედმეტი სითხის და მარილიანი საკვების მიღების, ძილის დაღვევის, მიკროელემენტების და ვიტამინების დეფიციტის, ჰორმონული ფონის ცვლილების, ალერგიის, სტრესის, გადაღლის დროს და სხვ. მიზეზების დროს.
გირჩევთ, დამოუკიდებლად ნუ მისცემთ ბავშვს პრეპარატებს, მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში კარდიოლოგს,ასევე უნდა შემოწმდეს და დადგინდეს ხომ არ აქვს ბავშვს ანემია? „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა