ვიზიტი გინეკოლოგთან - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მენსტრუალური ციკლი გადამიცდა 4 დღით მაქვს 30-31 დღიანი წინა ნოემბრის 13ში მქონდა. ორსულობის ტესტი მიჩვენებს მკრთალ ხაზებს. ვიყავი ექოსკოპიაზე და პასუხია: საშვილოსნოს ტანის ზომა 48/46/52 მიომეტრიუმი ნორმალური ექოსტრუქტურის. ენდომეტრიუმის სისქე 14მმ. ღრუ თავისუფალი. საშვილოსნოს ყელი 36მმ.. ცერვიკალური არხი დახურული. მარჯვენა საკვერცხე 49/36მმ. აისახება მრავლობითი კისტოზური ჩანართები საშუალო დიამეტრით 6-16მმ. ერთი მათ შორის უდიდესი 28მმ. მერცხენა საკვერცხე 36/26მმ აისახება კისტოზური ჩანართები საშუალო დიამეტრით 6მმ. დუგლასის ფოსოში ფიქსირდება მცირე რაოდენობით სითხე. მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია რომ ორსულობა იყოს და უბრალოდ საშვილოსნოში არ იყოს ნაყოფი ჩამოსული ჯერ და რა შემთხვევაში შეიძლება ტესტი დადებითი იყოს როცა ორსულობა არ არის.ენდომეტრიუმის სისქე თუ შეესაბამება ოესულობას?
პასუხი:

მოგესალმებით და მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ენდომეტრიუმის სისქე დამოკიდებულია მენსტრუალური ციკლის დღეზე:
ციკლის მე -5-მე -7 დღეს – ენდომეტრიუმის საშუალო სისქე 5 მმ (3 მმ-დან 6 მმ-მდე).
ციკლის 8-10 დღის განმავლობაში 5-10 მმ-დან.
ციკლის 11-14 დღეს – ენდომეტრიუმის სისქე 7-14 მმ-ს აღწევს.
ციკლის 15-18 დღე – ენდომეტრიუმის სისქე 10-16 მმ.
19-23 დღე – საშუალო სისქე 14 მმ-ია და მერყეობს 10-დან 18 მმ-მდე.
24-27 დღეს ( თხელდება) – საშუალო სისქე 12 მმ.
ფაქტია, რომ ადგილი აქვს დარვევებს, ეს კი გამოწვეულია კისტოზური ჩანართებით, რომელსაც აუცილებად სჭირდება მკურნალობა.
ზოგადად, ექოსკოპიური კვლევით შესაძლებელია ემბრიონის/ნაყოფის ზომების და წონის გაზომვა და მათგან გამომდინარე ორსულობის ვადის დადგენა, ასევე პლაცენტის ზომების, მიმაგრების ადგილის, სიმწიფის ხარისხის იდენტიფიკაცია და ა.შ.
ორსულობის დიაგნოსტიკა შესაძლებელია ასევე ვენურ სისხლში, ორსულობის ჰორმონის, ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრით, სავარაუდო ჩასახვიდან ერთი კვირის შემდეგ.
ზუსტად ამავე მიზეზითაა შესაძლებელი, ტესტი შემცდარიყო.
ქორიონული გონადოტროპინის მატება სისხლში გარდა ორსულობისა, ზოგიერთი მიომის დროსაც არის შესაძლებელი, შესაბამისად ორსულობის ტესტზეც ცრუ დადებითი შედეგი შეიძლება პოლიკისტოზით იყოს განპირობებული.
სასურველია, დაახლოებით 10 დღის შემდეგ, კვლავ ჩაიტაროთ განმეორებითი ექოსკოპიური კვლევა.
რაც შეეხება პოლიკისტოზს – რიგი ჰორმონული დარღვევის შედეგად განვითარებული სინდრომია.
მას მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება მეთვალყურეობა და პერიოდულად მკურნალობა გინეკოლოგის ან გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით, იმისდამიხედვით, რა სურს ქალს და რამდენი წლისაა.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, დაგინიშნავთ მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდს.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრული გინეკოლოგიური გამოკვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad 
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა