მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. თირკმელი წყვილი ორგანოა, რომელიც სისხლის გაწმენდასა და მისი ქიმიური შემადგენლობის დაბალანსებაში მონაწილეობს. ეს ორი მუშტისოდენა ორგანო დღე-ღამეში თითქმის 200 ლიტრ სისხლს გადაამუშავებს და 2 ლიტრამდე ნარჩენი ორგანიზმიდან გამოაქვს. ეს ნარჩენი სხვა არაფერია, თუ არა შარდი, რომელიც თირკმელებიდან შარდის ბუშტში ჩაედინება.
თირკმლის ფუნქცია, წესისამებრ, თანდათანობით ქვეითდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ნეფრონების ფილტრაციის უნარი ერთბაშად იკლებს, უმეტესად ასე ხდება მოწამვლის ან ტრავმის დროს.
თირკმელების კიდევ ერთი მტერი გლომერულური დაავადებაა. ეს ცნება აერთიანებს აუტოიმუნურ დაავადებას, ინფექციასთან დაკავშირებულ ზოგიერთ პათოლოგიას და ა.შ. ყველა მათგანი იწვევს გლომერულების დაზიანებას, რაც უმეტესად პროტეინურიით – შარდში ცილის სიჭარბით – და ჰემატურიით ანუ შარდში სისხლის გაჩენით იჩენს თავს.
ტკივილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ტარდება შემდეგი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები:
- გამოყოფილი შარდის მოცულობის გამოკვლევა (ანუ იმის დადგენა, რამდენს შარდავთ დღის განმავლობაში);
- შარდის ანალიზი, რომელიც მისი შემადგენლობის შესწავლისა და პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენის საშუალებას იძლევა;
- სისხლის ანალიზი – სისხლის ზოგიერთი მაჩვენებელი (მაგალითად, კრეატინინი) თირკმლის ფუნქციაზე განსაზღვრულ წარმოდგენას გვაძლევს;
- ულტრაბგერითი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლებიც თირკმლის ვიზუალიზაციისთვის მეტად მნიშვნელოვანია;
- ბიოფსია, რაც თირკმლის ქსოვილის შესწავლას გულისხმობს.
რაც შეეხება წყლის დალევას – ზოგადად ორგანიზმმა თვითონ იცის რამდენი სჭირდება, თუ წყურვილის გრძნობა გაქვთ დალიეთ, მაგრამ თუ არ გაქვთ სმის სურვილი და ზედმეტად გეჩვენებათ დალეული სითხე ,თავს ძალას ნუ დაატანთ ,ეს არასწორი ქცევაა .
ასევე მოგცემთ ერთ რეკომენდაციას .რაკი აღნიშნავთ, რომ ცვლილებები გაქვთ მარილიანის მიღების შემდეგ, მარილი უნდა მკვეთრად შეზღუდოთ .
გარდა ამისა , აუცილებელია გარკვეული დიეტის დაცვა :
- მოხარშული, ორთქლზე მომზადებული, მოშუშული პროდუქტები, ერიდეთ შემწვარს;
- ერიდეთ კერძის კარაქითა და ერბოთი შეზავებას, სჯობს მცენარეული ზეთი გამოიყენოთ;
- გესაჭიროებათ ცხოველური ცილით მდიდარი საკვები ,როგორიცაა : ქათამი, თევზი, საქონლის ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტი;
- მცენარეულ ცილას შეიცავს : პარკოსნები, თხილეული, მარცვლეული.
თუმცა ამ რჩევების მუხედავად , აუცილებლად უნდა გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნეფროლოგთან, რათა ზუსტად შეფასდეს თქვენი მდოგმარეობა და დაგენიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკაშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !