სახის მიდამოს შეშუპება - ნეფროლოგია

კითხვა: გამარჯობა რისი ბრალი შეიძლება იყოს სითხეს რომ ვიღებ სახეზე ვშუპდები და მერე ვცხრები ნახევარ საათში ერთ საათში
პასუხი:

მოგესალმებით,
სახის შეშუპება ზოგჯერ ადგილობრივი ფაქტორებით არის გამოწვეული, ზოგჯერ კი ზოგადი დაავადებების გამოვლინებას წარმოადგენს.
სახის შეშუპების ზოგად მიზეზთაგან, უპირველეს ყოვლისა, თირკმლის დაავადებები უნდა დავასახელოთ. ამ დროს შეშუპება უპირატესად სახეზე, ზემოთა ქუთუთოების არეში აღინიშნება.
თუმცა თირკმლის დაავადებათა დროს, შეშუპებებს თან ახლავს სხვა მნიშვნელოვანი სიმპტომები: არტერიული წნევის მომატება, შარდში ცილის, ერითროციტების არსებობა.
ასევე დაზასუტებელია, შეშუპებასთან ერთად ხომ არ გაწუხებთ მაჯის სახსრებში ტკივილი, ასევე ხომ არ გტკივათ სხვა სახსრები, ყურადღებას ხომ არ იქცევს და როგორია შარდის ფერი ?
გირჩევთ მიმართოთ ნეფროლოგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს. გაცნობებთ ,რომ ჩვენს კლინიკაში არსებობს ნეფროლოგიის ,ჰემოდიალიზის და თირკლმლის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტი ,რომელიც ჩვენს ქვეყანაში ამ დარგების პირველდამწყები და დიდი ტრადიციების სტრუქტურაა ,მასში მუშაობენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები .
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა