პოლაკიურია - ნეფროლოგია

კითხვა: გამარჯობა უკვე რამოდენიმე დღეა მაწუხებს ხშირი შარდვაა და თირკმლიის არეში საშინელი ტკივილი ასევე მაქვს ტკივილი მუცლის ღრუში რა გამოკვლელვა უნდა ჩავიტარო რომ გავიგო რა პრობლემა მაქვს ?
პასუხი:

მოგესალმებით,
უმრავლეს შემთხვევაში ასეთი სიმპტომების მიზეზი შარდ–სასქესო სისტემის ინფექციური ან პარაზიტული დაავადებებია.
ეს დაავადებები შეიძლება იყოს როგორც სქესობრივი კონტაქტით გადამდები, ისე არასქესობრივი მიზეზებით განპირობებული, მაგალითად: ცისტიტი, პიელონეფრიტი და ა.შ.
რაც შეეხება თირკმელს, იგი ლობიოს ფორმის წყვილი ორგანოა, რომელიც მუცლის ღრუში, წელის მიდამოშია მდებარეობს. იგი ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხესა და ნარჩენებს, ფილტრავს სისხლს, მონაწილეობს მეტაბოლიზმის პროცესში.
თირკმლის პათოლოგიაზე ან მიმდინარე ანთებით პროცესებზე, დისტანციურად მსჯელობა შეუძლებელია.
აუცილებელია გაიკეთოთ თირკმელების ექოსკოპია, შარდის ანალიზი, სისხლში კრეატინინის განსაზღვრა და სხვ. ამ მონაცემთა შეჯერების საფუძველზე, ექიმ–ნეფროლოგს შეუძლია იმსჯელოს დაავადების არსებობის შესახებ.
მობრძანდით, ჩვენს კლინიკაში, ნეფროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დაგინიშნავთ კვლევებს და დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა