ვიზიტი ნევროლოგთან - ნევროლოგია

კითხვა: კიდევ და კიდევ გამარჯობა. ძალიან მეიმედებით, რომ შემიძლია ასე შეკითხვებით მოგმართოთ. ბათუმში ვცხოვრობ და როგორც კი ჩამოვალ თბილისში, აუცილებლად ვაპირებ თქვენთან გამოკვლევაზე მოსვლას, მანამდე კი ასეთი რამ მინდა კიდევ გკითხოთ: მაქვს მარცხენა მკლავის ტკივილი მთელს სიგრძეზე. გუშინდელის მერე სასწაულად მჩხვლეტს ალაგ-ალაგ უფრო წააგავს ნერვის ამბავს. მჩხვლეტავი ტკივილია და ჰიპერმგრძნობელობა მაქვს ხელის გულზე და ასევე მკლავის შიდა ანუ შედარებით რბილ ადგილზე. ასევე მაქვს უსიამოვნო შეგრძნება სიცივეზეც და ცხელზეც, მაგალითად წყალთან შეხების დროს. დაახლოებით რა უნდა იყოს, რომ მითხრათ, ან რას მივაქციო ყურადღება, ან რამოდენიმე ვარიანტი რომ მითხრათ რა და რა შიძლება იყოს. ასევე კისრის ცოტა მკვეთრად გამოძრავების დროს, ისეთი ტკივილი მაქვს კისრის არეშიხოლმე რომ მთელი ან 2 დღის მანძილზე მიჭირს კისრის გამოძრავება, მაგრამ ეს არც თუ ხშირად მემართება. უღრმესი მადლობა რომ ასე მეხმარებით..
პასუხი:

მოგესალმებით, 

თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, რადგან აღნიშნავთ კისრის ტკივილსაც ვფიქრობთ, რომ საქმე ეხება კისრის ოსტეოქონდროზს, რომელიც სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია, რადგან კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს. კისრის ოსტეოქონდროზის დროს თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც მხარს, წინამხარსა და თითებს გადაეცემა. ამ მიდამოში ჩნდება ჩხვლეტის შეგრძნება, ზოგჯერ იმატებს ან მცირდება მგრძნობელობა.

რა თქმა უნდა, მიმოწერის რეჟიმში ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია.

პირველ რიგში, გირჩევთ თავი აარიდოთ თვითმკურნალობას და მიმართოთ ნევროლოგს.

თბილისში ჩამობრძანდებისას კი, თუ თქვენი პრობლემა აქტიური იქნება, შემოგთავაზებთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს.

ვიზიტისას, თუ გამოიხატება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად,  დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა