ვიზიტი ოტო–რინო–ლარინგოლოგთან - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: დედა არის 81 წლის.ადრე ჰქონდა ყლაპვის გაძნელება .ამჟამად პირიდან ამოდის უცნაური ხმა ღნავილის მსგავსი.ტკივილი არა აქვს,და გრძელდება მიძინებამდე.ვიყავით თერაპევტთან.დაათვალიერეს მუცლის ღრუ საყლაპავი მილი .კუჭი დაათვალიერეს ზონდის გადაყლაპვით ვერაფერი ვერ ნახეს-ცყლული გადატანილი გაქვსო.ამჟამად პრობლემა არა გაქვსო.სისხლის ანალიზმა ნახა ცოტა ქოლესტერინი.დედა არის შრომისუნარიანი.უყვარს შრომა და არ ისვენებს.ვის მივმართო ამ ღნავილის გამო.ასეთ ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნიაო.რას გვირჩევთ-ვის მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში, ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია, თუმცა შესაძლოა მიზეზი იყოს სასუნთქი ან სახმო აპარატის პათოლოგია.
ასევე, ლარინგიტი, სახმო იოგების ანთება, ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ვირუსულ ინფექციები, სახმო აპარატის გადაძაბვა, ასევე შესაძლოა საკვებით გადავსებული კუჭი აწვება დიაფრაგმას , რაც იწვევს თქვენს მიერ აღნიშნულ ჩივილებს.
შეგიძლიათ პაციენტი მოიყვანოთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეკრებენ ანამნეზს, ექიმი დაათვალიერებს პირის ღრუს და ხორხის ორგანოებს, როგორც ვიზუალურად, ისე ინსტრუმენტულად და დიაგნოზის დასმის შემდეგ, დაუნიშნავს დედათქვენს შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა