ვიზიტი პროქტოლოგთან - პროქტოლოგია

კითხვა: გამარჯობა. პირველად მიწევს მომართვა ამ პრობლებით და გთხოვთ დამაკვალიანეთ: რა განსხვავებაა პროქტოლოგთან კონსულტაციასა და ვიზიტს შორის. და რომელი მჭირდება? მაქვს ქავილი ანალურ ხვრელთან და კანის შეშუპება/გაღიძიანება. ვარ 34 წლის. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
პროქტოლოგთან ვიზიტსა და კონსულტაციას შორის განსხვავება არ არის, სინონიმებია და ერთი და იმავე შინაარსის მატარებელია.
თუ გაწუხებთ ინტენსიური ტკივილი სწორი ნაწლავის ან უკანა გასავლის მიდამოში (ბუასილი, იგივე ჰემოროიდი) წინასწარი მომზადება არ არის საჭირო.
საჭიროებისამებრ ტარდება სრულფასოვანი დათვალიერება:

  • ვიზუალური დათვალიერება;
  • თითით კვლევა;
  • ანოსკოპია;
  • რექტორომანოსკოპია;
  • ფიბროკოლონოსკოპია;
  • სწორი და მსხვილი ნაწლავის რენტგენოკონტრასტული კვლევები (ირიგოსკოპია და ირიგოგრაფია).

კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ პროქტოლოგთან უფასო კონსულტაცია, სადაც უშუალო ვიზიტისას ექიმი ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას და მოგცემთ მითითებას საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებზე. რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება, ამომწურავად მოგეწოდოთ ინფორმაცია მკურნალობის მეთოდის შესახებ.


პროქტოლოგთან უფასო კონსულტაციები ტარდება ყოველ ხუთშაბათს, სადაც აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა