კითხვა: მოგესალმებით ოთხი წლის წინ მაქვს ოპერაცია გაკეთებული თირკმლიდან ამოღებული მაქვს 22 მმ კენჭი ოპერაციის შემდე გაჩნდა თიაქარი რომელიც არ მაწუხებს ამჟამად ნაღველი მაქვს საოპერაციო აღმომაჩნდა დიდი რაოდენობით ქვები ოპერაციაზე თიაქარი ხომ არ შემიშლის ხელს რადგან თიაქარი მარჯვნივ მაქვს რომელ მხარეზეც ოპერაციაა გაკეთებული ოპერაცია თქვენ ინსტიტუტში გავიკეთე ექიმ შოთა ბუგიანიშვილთან წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი:
მოგესალმებით,
დისტანციურად ვერ შევაფასებთ თიაქართან დაკავშირებულ პრობლემას ,მაგრამ სავარაუდოდ ,თუ შესაძლებელი იქნება ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია, მაშინ თიაქრის საკითხი შეიძლება ნიველირებული იქნეს.
თუმცა, არსებობს ერთი გარემოება – ღია წესით ნაოპერაციებ პაციენტებში,ზოგჯერ, ლაპარასკოპიული მეთოდი ვერ გამოიყენება.
ამ და სხვა, საინტერესო საკითხთა გადაწყვეტა შეიძლება მხოლოდ ქირურგთან უშუალო ვიზიტის დროს, შეგიძლიათ მობრძანდეთ ბატონ გიგო ფიჩხაიასთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !