ვიზიტი სპეციალისტთან - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: გამარჯობა, რჩევა მჭირდება თუ როგორ არის შესაძლებლი ტუჩიდან E ვიტამინის გაწოვას შევუწყო ხელი ? ან ქირურგს თუ შეუძლია დახმარება და გასუფთავება ? უკვე 7თვეა რაც გავიკეთე , მეგონა რომ სრულიად უვნებელი იყო. არ ვიყავი საკმარისად ინფორმირებული ამ საკითხე და შეცდომა დავუშვი . რა შეგიძლიათ მირჩიოთ ?
პასუხი:

მოგესალმებით,
დღესდღეობით ტუჩების გადიდების მიზნით აქტიურად იყენებენ E ვიტამინს. E ვიტამინი ზეთოვანი ხსნარია, მისი დანიშნულება კი ორგანიზმში ანტიოქსიდანტის როლის შესრულებაა. ტუჩის ლორწოვანში მისი გაწოვა რთულია, რადგან მას ახასიათებს შეგუბება, რომელიც დაახლოებით 2-3 კვირის მანძილზე პაციენტის სურვილს აკმაყოფილებს, შემდეგ კი დგება სავალალო შედეგი.
როგორც კი ზეთოვანი სითხე ტუჩის ქსოვილში შეწოვას იწყებს, იწყება ალერგიის ნიშნები - გარდა ტუჩის შეშუპებისა, შუპდება მთლიანი სახე, ცხვირი, ყვრიმალები, თვალები.. ხშირ შემთხვევაში ინექციის ზონაში შესაძლოა დაჩირქებითი პროცესებიც განვითარდეს, იწყება ტუჩის დეფორმაცია და ნეკროზიც კი.
სასურველია, მიმართოთ სპეციალისტს, რათა დროულად შეფასდეს დამდგარი შედეგი და დაინიშნოს სათანადო მკურნალობა.
სამომავლოდ კი, სასურველია თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რეკომენდაციას და არ აჰყვებით „მოდურ ტენდენციებს“ საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ყბა–სახის ქირურგის უფასო კონსულტაციით, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !  

გამოაგზავნეთ შეკითხვა