ვიზიტი ტრავმატოლოგთან - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა მე მარცხენა ფეხის შუა თითზე ტრამვის შედეგად განმივითარდა პიბრომული წანაზარდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ მარჯვენა ჩელია შუა თითზე იგივე სიმპტომები მაქ შეშუპებული და სახსარში მოძრაობის შეზღუდვა თქვენს ცენტრში მაქვს ყველა გამოკვლევა ჩატარებული მაინტერესებს ეს ორივე რა კავშირშია და რა დაავადებასთან მაქვს საქმე წინასწარ მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში ვერ განვსაზღვრავთ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მარჯვენა ფეხზე, თითის შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა, ან რა კავშირშია, ტრავმის შედეგად განვითარებულ ფიბრომულ წანაზარდთან.
შესაძლებელია, საქმე გვქონდეს კოჟრებთან, რომელიც წარმოადგენენ კანის გამაგრებულ, გასქელებულ არეებს.
ისინი უფრო ხშირია ტერფზე, ამ დროს ადამიანს აქვს ტკივილი და დისკომფორტი სიარულის დროს.
მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი და მიდგომა არსებობს, თუმცა დისტანციურად ვერ შემოგთავაზებთ თქვენთვის რომელი იქნება ეფექტური.
გირჩევთ, რომ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ კონსულტაცია ტრავმატოლოგთან, რომელიც დაგეგმავს თქვენი მკურნალობის მეთოდს, რის შემდეგადაც მიიღებთ მაქსიმალურად დადებით შედეგს განკურნების თვალსაზრისით.
ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციის დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა